ლევან ნათალიშვილი, ამერიკაში მოღვაწე ადვოკატი:

_ ფედერალური საიმიგრაციო სამსახურები იწყებენ რეიდებს მთელი ქვეყნის მაშტაბით! გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თუ რამე რეიდები დაიწყო, ეს მიმართული არის იმ ხალხისადმი, ვისაც მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი. ეს ტენდენცია ტრამპს მარტო არ დაუწყია და დიდი ხანია ძალაშია. ობამას დროსაც ბევრი ხალხი გაადეპროტეს კრიმილაური ისტორიის გამო. ხალხი არ უნდა ჩავარდეს პანიკაში და ვინმეს თუ რამე კითხვა აქვს, მიმართოს კომპეტენტუს პიროვნებას და არა ხალხს, ვისაც უბრალოს ყური აქვს მოკრული ვინმესგან ან მეზობელმა უთხრა რამე ახალი. ეს მხოლოდ გაავრცელებს პანიკას.

ფედერალურმა საიმიგრაციო სამსახურებმა მთელს ქვეყანაში დაიწყეს ძებნა მათი, ვინც სისხლის სამართლის დანაშაულშია ეჭვმიტანილი და იმყოფება აშშ-ში არალეგალურად. ადვოკატები ამბობენ, რომ სხვებიც ასევე იქნებიან დაკავებულნი. არ არის ცნობილი რამდენი ადამიანი მოაქციეს ალყაში, მაგრამ ემიგრანტების ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მათ მიიღეს ცნობები კალიფორნიიდან, ტექსასიდან, ვირჯინიიდან, ჩრდილოეთ კაროლინადან, ჯორჯიიდან, ნიუ იორკიდან და კანზასიდან. ეს არის ICE-ის (საემიგრაციო პოლიცია უხეშად რომ ვთქვათ) პირველი მოქმედებები მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა გამოსცა 26 იანვრის სააღმასრულებლო ბრძანება რომელიც აფართოვებს აღსრულების პრიორიტეტებს.
პრეზიდენტმა ტრამპმა პირობა დადო, რომ დეპორტაციას გაუკეთებდა 2-დან 3 მილიონამდე იმიგრანტს კრიმინალური დანაშაულით, მაგრამ საემიგრაციო ექსპერტები ამბობენ, რომ იმ 1,9 მილიონ “სადეპორტაციო კრიმინალი უცხოელები” -დან რომლებზეც ქვეყნის თავდაცვის დეპარტამენტი ლაპარაკობს, მხოლოდ 690.000 არიან შეერთებულ შტატებში არალეგალურად და ბრალდებულნი კრიმინალურ დანაშაულში ან სერიოზულ კანონდარღვევაში.

ემიგრაციის და საზღვრის კონტროლის ჩინოვნიკმა სამხრეთ კალიფორნიიდან – დევიდ მარინმა თქვა, ეს “რუტინული ოპერაციები” მიმართული “პრიორიტეტული შემთხვევებისკენ”, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იმ ადამიანების წინააღმდეგ ვინც ამ ქვეყანაში არალეგალურად იმყოფებიან და აქვთ ნასამართლეობა.
“ჩვენ განვახორციელეთ 161 დაპატიმრება და აქედან 151-ს ჰქონდა კრიმინალური ნასამართლეობა…..მათი უმრავლესობა არიან დამნაშავეები და ისეთ დანაშაულებში როგორიცაა სექსუალური დანაშაული, ოჯახური ძალადობა, თავდასხმა, ძარცვა, იარაღის უკანონო ტარება, მხოლოდ რამდენიმე რომ დავასახელოთ.”- თქვა მარტინმა გვიან საღამოს პრესის ტელეკონფერენციის დროს.

საემიგრაციო ადვოკატები საკამათოდ მიიჩნევენ იმას, რომ ეს ოპერაციები არის ჩვეულებრივი ამბავი.
“რასაც ისინი სინამდვილეში აკეთებენ არის მათი შეთანხმებული მოქმედება რომ დათესონ შიში და ტერორის ქვეშ მოაქციონ ჩვენი თემები.” – თქვა დევიდ აბუდმა, ნაციონალური შრომის დღის ორგანიზაციის ქსელის ორგანიზატორმა, რომელიც მდებარეობს ლოს ანჯელესში.
“ეს არის მეთოდი რომლითაც ტრამპი და ICE შურს იძიებენ თავშესაფრების იურისდიქციაზე”, – დაამატა მან.
ვაშინგტონ პოსტი ახდენს ციტირებას ერთერთი საემიგრაციო სამსახურის თანამშრომლის, რომელიც არ იყო უფლებამოსილი ელაპარაკა სახალხოდ ოპერაციის დელიკატურობიდან გამომდინარე -“დიდ ქალაქებს როგორც წესი ბევრი არალეგალი იმიგრანტი ჰყავთ. ისინი მიზანში ამ გარემოს იღებენ.”

წყარო: www.npr.org

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი