ამ წერილს ვაქვეყნებთ იმიტომ, რომ ვინც არ იცის გაიგოს, რა სიმდიდრეს, ისტორიულ ადგილს გვაკარგინებს ხანძარი ბორჯომის ხეობაში.

როგორც მოგეხსენებათ. ბორჯომის ხეობა მდიდარია ჰაერით, წარმტაცი ბუნებით და მინერალური წყლებით. რამდენიმე მინერალური წყარო წაღვერის პარკშია განთავსებული, ადგილობრივები და დამსვენებლები ძირითადად  ამ წყაროებით სარგებლობენ. სოფელში 13 სხვადასხვა დანიშნულების მინერალური წყაროა.

IMG_9514

.

IMG_9502

წაღვერი ზღვის დონიდან 1025-1050  მეტრზე მდებარეობს და მას შუაზე პატარა, ვიწრო მდინარე, „გუჯარულა“ ჩამოუდის. წაღვერის პარკში შედის ბილიკი, რომელიც ჯერ ქვედა #13 მინერალურ წყაროსთან მიგიყვანთ, შემდეგ კი ზედა _ #1 და #2-ს  წყაროებთან, შემდეგ შეხვალთ ტყეში შედის და #10 და #9 მინერალურ წყაროებთან მოხვდებით. აქედან მდინარე გუჯარულასა და ჩანჩქერის გავლით #5 წყაროსთან მიხვალთ. სხვა მინერალურ წყაროებთან  მისასვლელი საფეხმავლო გზა არ არსებობს, თუმცა ზემოთაღნიშნული საფეხმავლო ბილიკით უზნარიანის ციხეს მოინახულებთ, რომელიც  მე-13-ე  საუკუნის ისტორიული ძეგლია. ეს ციხესიმაგრე სამი მხრიდან არის მიუვალი.

IMG_9554

 

.

IMG_9553

.

IMG_9551

საფეხმავლო ბილიკი დაბა ცემისკენ, ვიწროზოლიან რკინიგზას მიუყვება. ამ რკინიგზაზე მოძრაობს ბორჯომ-ბაკურიანის ცნობილი პატარა მატარებელი „კუკუშკა“. რკინიგზა 1902 წელს მეფის რუსეთის დაკვეთით აშენდა ბორჯომ-ბაკურიანის დასაკავშირებლად. გადმოცემის თანახმად, ამ რკინიგზისთვის ცნობილმა გრანგმა კონსტრუქტორმა გუსტავ ეიფელმა მეფის ოჯახის დაკვეთით დაამზადა და საქართველოში გემით გამოგზავნა რკინის უზარმაზარი ხიდი, რომელიც მდინარის ვიწრო ხეობაზეა გადებული. ბევრმა ალბათ არც იცის, რომ  ბავშვების გულისგამხარებელი „კუკუშკა“ ეიფელის ხიდს დღეში რამდენჯერმე გაივლის. აქედან თუ აღმა აუყვებით, ცემისწყლის ლამაზ, ვიწყო ხეობას დაათვარიელებთ, მაგრამ თუ დაღმა დაეშვებით, „მუნჯის წისქვილის“ გავლით, წაღვერში ჩახვალთ. ეიფელის ხიდიდან ბილიკი დაბა ცემში და  სოფელ ტბაშიც მიდის. იქიდან კი სოფელ დაბაში გადადის, სადაც მე-14 საუკუნის წმინდა გიორგის ეკლესია დგას. ეკლესიის თლილი ქვის პერანგის წარწერა გვანცნობს, რომ ის 1333 წელს აუშენებია მეფე გიორგი მეხუთეს  (ბრწყინვალე) მოლარეთუხუცესს. ეკლესია კლდეში, ხელოვნურად გამოჭრილ თაროზე დგას.

წაღვერიდან  ბილიკი ასევე შედის არჯევანიძის ტყეში. ეს ტყე მეტყევემ, არჯევანიძემ ხელოვნურად გააშენა.  ბილიკი გაივლის გადამწვარ ტყეს და მიადგება მწყემსების ქოხს. როგორც წაღვერში ამბობენ, ტყე 2008 წლის ომის პერიოდში გადაწვეს რუსებმა. მწყემსების ქოხიდან საცალფეხო ბილიკი, მინდვრების გავლით ადის თორტიზას მწვერვალზე, რომლის სიმაღლეც 1996  მეტრია. ტურისტები წაღვერიდან სოფელ მზეთამზეში, სამანქანო გზით ადიან, იქიდან კი საცალფეხო ბილიკს მიუყვებიან და ბაკურიანსა და წაღვერს შორის არსებულ ქედზე ხვდებიან. აქედან კარგად ჩანს კურორტი ბაკურიანი. ქედიდან ტყის ბილიკით შესაძლებელია ბაკურიანში ჩასვლა.

წაღვერის მინერალური წყლები მიეკუთვნება ჰიდროკარბონატულ სასმელ მინერალური წყლების ჯგუფს. მასში დიდი რაოდენობით არის მაგნიუმი, კალციუმი, ნატრიუმი, რაც განაპირობებს წაღვერის სასმელის მინერალური წყლების სამკურნალო გამაჯანსაღებელ ზემოქმედებას სხვადასხვა დაავადების დროს. კერძოდ გამოიყენება საჭმლის მომნელებელი და გულსისხლძარღვთა სისტემის დაზიანებისას, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავების ლორწოვანი გარსის ანთების დროს, ღვიძლისა და სანაღვლე გზების ქრონიკული დაავადებების პერიოდში. მათი მიღება რეკომენდირებულია ანემიების, აგრეთვე მწვავე დაავადებებისა  და ქირურგიული ჩარევის შემდგომ პერიოდში. წყლის დალევა მიზანშეწონილია დღეში 3-4-ჯერ 100-200 მლ 8-10-20 დღის განმავლობაში.

წაღვერში ბევრი ცნობილი ადამიანი ისვენებდა. ისინი ცხელ ზაფხულსა და თოვლიან ზამთარს ამ წარმტაც გარემოში ატარებდნენ. წაღვერის ხშირი სტუმარი ყოფილა კომპოზიტორი ზაქარია ფალიაშვილი. გადმოცემის მიხედვით მას აქ დაუსრულებია  ოპერა „დაისი“. წაღვერს ხშირად სტუმრობდნენ პოეტები: იოსებ  გრიშაშვილი, მარიჯანი _მარიამ ტყემალაძე (მარიჯანის  წაღვერში გატარებულ წლებზე მოგვიანებით მოგითხრობთ _ავტ.), პაოლო იაშვილი, კოლაუ ნადირაძე, ვალერიან გაფრინდაშვილი და სხვები.

IMG_9539

.

IMG_9542

 

სასტუმროს გვერდით, საზაფხულო თეატრში იდგმებოდა „ხანუმა“ ელისაბედ ჩერქეზიშვილისა და  ნიკო გოცირიძის მონაწილეობით „რაც გინახავს ვეღა რახავ“, „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“  და სხვა ბევრი ვოდევილი. წაღვერის თეატრში დაიდგა შიუკაშვილის „სულელი“_ ვასო და ტასო აბაშიძეების მონაწილეობით. იმართებოდა კონცერტები ვანო სარაჯიშვილის, სანდრო ინაშვილის, თამარ წერეთლის, უფრო გვიან კი, დავით ანდღულაძის მონაწილეობით.

სწორედ წაღვერის პარკში წერდა  1915-16  წლებში  ვიქტორ დოლიძე ოპერას _ „ქეთო და კოტე“. ადგილობრივები იხსენებენ, რომ დილით, როცა  ყველას ეძინა, დილიძე თავისი მანდოლინით, რვეულით და ფანქრით ხელში იჯდა სკამზე, უკრავდა და წერდა ამ ღვთაებრივ მელოდიას. საუკეთესო ბუნების, ჰავისა და სამკურნალო წყაროების გამო, შემდგომ  წლებში, წაღვერში აგარაკები აიშენეს  მიტროფანე ლაღიძემ, ელისაბედ ჩერქეზიშვილმა, დარია ახვლედიანმა, ავლიპ  ზურაბაშვილმა და სხვებს. 1911 წელს სახერხი ქარხნის მეპატრნე გაზაევმა კეჩხობის აგარაკზე 12 ოთახიანი სახლი აიშენა. 1913 წელს კი, მღებროვმა კეჩხობის აგარაკი გახსნა, რომელიც ახლა საქართველოს პროფკავშირების კუთვნილებაა.

მიუხედავად ამ ყველაფერისა, წაღვერში, ამჟამად  ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებულია. პარკში სადაც უნიკალური წყლებია და დამსვენებლები დასეირნობენ, სისუფთავე დაცული არ არის, ირგვლივ ყრია ნარჩენები, სკამები, მაგიდები დამტვრეული და შელახულია. დამსვენებლებისთვის არ მოიპოვება ოფიციალური ინფორმაცია ამ უნიკალური წყაროების დანიშნულებასა და მოხმარების წესებზე და ისინი ერთმანეთისგან გებულობენ, რომელი ნომერი წყალი რა დაავადების დროს, ან როგორ უნდა მიიღონ.  მიუხედავად იმისა, რომ კეჩხობის აგარაკი საქართველოს პროფკავშირის კუთვნილებაა, ისიც არ არის შესაბამისად მოვლილი  _ კოტეჯები მოუწესრიგებელია, ასფალტი ათხრილ-დათხრილი.

IMG_9499

.

IMG_9507

.

IMG_9505

.

IMG_9508

 

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი