საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარემ, გიორგი თევზაძემ , 2017 წლის 8 ნოემბერს ადვოკატთა პროფესიული დღეს, საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის საპატიო წევრის არჩევის საპატიო სიგელი და ღვთისმშობლის ხატი საჩუქარად გადასცა, ლეგენდარულ ადვოკატს, ადვოკატთა კორპუსის მემატიანეს, ადვოკატებისთვის საამაყო, მისაბაძ კოლეგას, საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირისა და ადვოკატთა კორპუსის ერთერთ ღვაწლმოსილ და ღირსეულ წარმომადგენელს, უხუცეს ადვოკატს ქალბატონ ქეთევან ნადაშვილს. ქალბატონი ქეთევანი 93 წელისაა და აქედან, ადვოკატთა პროფესიაში აქტიური მოღვაწეობის 66 წელს ითვლის. მას, როგორც ადვოკატს, მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის საქართველოში ადვოკატის ინსტიტუტის განვითარებაში და დღესაც აქტიურად განაგრძობს ადვოკატის პროფესიულ საქმიანობას.

.

როგორც საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარემ და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელმა საბჭოს წევრმა გიორგი თევზაძემ განაცხადა, უდიდესია უხუცესი ადვოკატის, ქალბატონ ქეთევან ნადაშვილის ღვაწლი საქართველოში ადვოკატთა ინსტიტუტის განვითარებაში. ,,მივესალმები საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის წევრთა ერთსულოვან გადაწყვეტილებას, უხუცესი ადვოკატის ქეთევან ნადაშვილის ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის საპატიო წევრად არჩევასთან დაკავშირებით. უკვე რამდენიმე წელია, რაც საქართველოში, 8 ნოემბერს ადვოკატთა პროფესიული დღე აღინიშნება, რაც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ზაზა ხატიაშვილის ინიციატივითა და ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით იქნა დადგენილი. ეს თარიღი სიმბოლურად შეირჩა, რადგან სწორედ 8 ნოემბერს დაიბადა ილია ჭავჭავაძე, რომელიც პროფესიით სწორედ ადვოკატიც გახლდათ. ამიტომაც, ყოველ წელს, ამ დღეს ადვოკატთა კორპუსი საზეიმოდ აღნიშნავს პროფესიულ დღეს” _ აცხადებს საქართველოს დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარე, გიორგი თევზაძე.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი