საატესტატო გამოცდების ზღვარი დაახლოებით, 11 000-მა მოსწავლემ ვერ გადალახა, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა.

მისი თქმით, შედეგები თითქმის ისეთივეა, როგორც ყოველ წელს.

„დაახლოებით, 11 000 მოსწავლეა, რომლებმაც საატესტატო გამოცდების ზღვარი ვერ გადალახეს. ტექნიკური საგნები ცოტა უფრო მეტად უჭირთ, ვიდრე ჰუმანიტარული. პერიოდულად ისმის ჩივილი, რომ გამოცდის შინაარსი პროგრამას არ ემთხვეოდა, რაც ასე არ არის. ხშირ შემთხვევაში იგულისხმება, რომ მოსწავლეს შეიძლება ასეთი მაგალითი არ გაუკეთებია. კომპიუტერით ადაპტირებული გამოცდა იმას გულისხმობს, რომ ზუსტად სტანდარტული ამოცანებით კი არ მიდის პროცესი, არამედ ვამოწმებთ, რამდენად შეუძლიათ ცოდნის გამოყენება. ანუ რამდენად რეალურად შეუძლია ამოხსნას მაგალითები, მაგალითად, მათემატიკაში, ან სხვა საგნებში“, – განაცხადა ჯეჯელავამ.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი