“Euronews”-ის პრაქტიკული ჟურნალისტიკის სკოლა თბილისში, აცხადებს  ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მიღებას. დაინტერესებულ პირებს მიეცემათ საშუალება, „ევრონიუს ჰოლდინგში“ შემავალ ცნობილ და წარმატებულ გამოცემებში (euronews.ge ; qronika.ge ;  ინტერნეტტელევიზია) დაეუფლონ მუშაობისათვის საჭირო უნარებს და მიღებული თეორიული ცოდნა განიმტკიცონ პრაქტიკული სამუშაოებით. პრაქტიკულად მუშაობის დროს ისწავლონ ინტერვიუს წერა, რეპორტაჟის, ნიუსისა და სიუჟეტის მომზადება-განთავსება ინტერნეტგამოცემების ვებგვერდებზე.  სტუდენტების  მიერ მომზადებულ  ნამუშევრებს ყოველდღიურად გაეცნობა ათასობით ადამიანი.

პრაქტიკული სწავლების ხანგრძლივობა _ 6 თვე. გაიცემა  შესაბამისი სერთიფიკატი. საუკეთესო სტუდენტები შესაძლოა, დასაქმდნენ აღნიშნული საინფორმაციო სააგენტოებიდან ერთ-ერთში.  ყოველთვიური გადასახადი შეადგენს 50 ლარი.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ნომერზე: 5 97 11 12 47

„ევრონიუს ჰოლდინგი“-ს რედაქცია

.

 

 

.

.

 

.

.

.

.

კომენტარები
Загрузка...