,,როგორი უსაქმურები და გაფუჭებულებიც თქვენ ხართ, ისე გააფუჭეთ მთელი ქვეყანა! ხანძრის პირველივე საათებში მიკავშირდებოდნენ მოქალაქეები სოფ. ცემიდან, საიდანაც კარგად სჩანს ხანძრის ტერიტორია და გულისტკივილით მეუბნებოდენ, გამგებელი და სახანძრო დგენან გზაზე და იქიდან აკვირდებიან ხანძარსო. როგორც შემდგომში გაირკვა, ვერ უდგებოდნენ ცეცხლს, თუმცა ამ დროისათვის ხანძარი ძალიან პატარა იყო. ეს კარგად ჩანს დამსვენებლების მიერ გადაღებულ სხვადასხვა ვიდეობშიც.

ხანძარი გაჩნდა კვირას, დაახლოებით შუადღეს. პირველი ორი დღე  ,,ისე იზოზინეს”, რომ ხანძარმა კატასტროფის სახე მიიღო.

ვერთმფრენი მოფრინდა 4-5 საათის დაგვიანებით. საღამოს, მალევე შეწყვიტა სიბნელის გამო მუშაობა, ხოლო ე.წ. ,,ლაფეტი”, რომელსაც უნდა ჩამოეყვანა  გუბერნიის კუთვნილი ტრაქტორი, გაფუჭებული ყოფილა და გვიან ღამით ჩამოიყვანეს ბულდოზერი ახალციხიდან, მეორე ქართული ვერტმფრენიც გაფუჭებული აღმოჩნდა და მხოლოდ მესამე დღისთვის გააკეთეს, როცა  უკვე ცეცხლმა მასშტაბური ხასიათი მიიღო. მეორე დღის ბოლომდე, მხოლოდ ერთი ქართული ვერტმფრენი მუშაობდა და საღამოს დაემატა აზერბაიჯანული ვერტმფრენი, რომელმაც, იმ დღეს, სულ 1-2 საათი იმუშავა. ასევე, უნდა შევეხო სახანძრო ტექნიკას, რომლითაც მუშაობენ ჩვენი ,,გმირი” მეხანძრეები, ძველისძველი ”ზილები” ჰყავთ და ერთმანეთს ,,ბუქსირით” დაათრევენ.

ხანძარი ჯერაც არ არის ლიკვიდირებული ბოლომდე და ამას ცეცხლის ჩაქრობა არ ჰქვია, ,,ჩაიწვა” უბრალოდ ყველაფერი ერთად- ძველი, 2008 წელს დამწვარი ტყე და ახალი ტყის ფართობები სოფ. ყვიბისის, დაბა წაღვერის და ბორჯომი-არდაგნის მიმართულებით. ხანძარი დაიწყო სოფ, დაბიდან, იმ ადგილიდან, სადაც აღდგენილი იყო ტყის საფარი ნერგებით. მთლიანად დამწვარია უზარმაზარი მთები. საშინელი ზარალი განიცადა სახელმწიფომ, ბუნებამ, ტურისტულმა სეზონმა. ეს ეკოლოგიური კატასტროფაა, რადგან დამწვარია ასობით ჰექტარი.

,,ზერო” (დიდი ნული) როგორც კრიზისების მართვის სამინისტროს, ისე ადგილობრივ ხელმძღვანელობას დაგვიანებული რეაგირების გამო. ნათლად გამოჩნდა, რომ ჩვენი ქვეყანა ხანძარსაც კი ვერ უმკლავდება, ღმერთმა არ ჰქნას და წარმოიდგინეთ, საომარ მოქმედების დროს რა დაგვემართება! მომსპარი ჰქონიათ მთელი ინფრასტრუქტურა-ტექნიკა-ავიაცია, მხოლოდ ”ხეების-გლეჯის” მიმართულებით აძლიერებენ ტექნიკას.

რაც ამ  ,,უსაქმურების” ხელფასებში, პრემიებში, დანამატებში, ჯიპებში, რბილ ავეჯში, სადილების თანხებში და ა.შ. ფული  იხარჯება, უამრავ თანამედროვე სახანძრო, თუ სხვა ტექნიკურ საშუალებებს შევიძენდით. დაგვიანებულია რეაქცია! მთავარი მიზეზი არის ისიც, რომ დროულად თუ გამოიყვანდნენ ჯარის ნაწილებს, შეესეოდნენ ტყეს, ასეთი შედეგი არ დადგებოდა” _ განიცხადა ,,ევრონიუსს” ბორჯომის საკრებულოს ლეიბორისტმა წევრმა გიორგი გიუაშვილმა.

 

 

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი