საზოგადოება

,,მიუხედავად ჩემი კოლეგიალური პატივისცემისა…” – ეს ყველა ადვოკატმა უნდა წაიკითხოს

,,ადვოკატებო, დღეს, კახეთში მოქმედ ადვოკატებს (თუმცა წარდგენას ესწრებოდა მხოლოდ რამოდენიმე ადვოკატი) თავისი საარჩევნო პროგრამა გააცნო ბატონმა დავით ლანჩავამ. მოვისმინეთ ბატონი ლანჩავას ხედვა, რომ ადვოკატებმა უნდა ითანამშრომლონ სახელმწიფო საკანონმდებლო და აღმასრულებელ სტრუქტურებთან და იაზროვნონ სახელმწიფოებრივად. განაცხადა, რომ ვინაიდან ვართ ს.ს.ი.პ, მაშასადამე, ვართ სახელმწიფო სტრუქტურა და გვმართებს ბევრის მოთმენა. განაცხადა, რომ ჩვენთვის გამოხატვის თავისუფლება ,,კოლეგების” პროკურორების და მოსამართლეების მიმართ შეზღუდულია. განაცხადა, რომ გიორგი მდინარაძის პოლიციაში ცემის შემთხვევაში, ჩვენი პოზიციის დათმობა და მისი პოლიციელთან შერიგება სჯობდა.
– მიუხედავად ბატონი ლანჩავას მიმართ ჩემი კოლეგიალური პატივისცემისა, მაპატიოს მან და მიმაჩნია, რომ ადოკატის პროფესია ყოველთვის უნდა იყოს დამოუკიდებელი, რათა ჩვენი უმთავრესი მიზანი – კლიენტის ნდობა არ დავკარგოთ.

 ბატონმა ლანჩავამ ვერ უპასუხა ჩემს კითხვას იმის შესახებ, რომ თუ, ვთქვათ, ჰარმონიაში ვიქნებით პროკურატურასთან, პოლიციასთან და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან, თუმცა ამის მიუხედავად ადგილი ექნება ადვოკატების ცემის და დაჭერების ფაქტებს, ამის შემდეგ რას ვშვრებით? ვაგრძელებთ ჰარმონიას თუ რაიმე სხვაგვარი ბერკეტი გვექნება, ვაიძულოთ სახელმწიფო სტრუქტურები ჩვენთან ანალოგიურ ჰარმონიაში იყვნენ ?

 – როგორც უკვე ვთქვი, ბატონმა ლანჩავამ ამ კითხვას ვერ უპასუხა და განუსაზღვრელი ვადით გადადო პასუხის გაცემა…

 პირადად მე, ვერ დავუშვებ სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურები თუ ორგანიზაციები ჩაერიონ ადვოკატის პროფესიულ საქმიანობაში და ამ მიზნით, ვინაიდან მიყვარს საკუთარი თავი, ვერ დავუშვებ ჩემი პროფესიის დეგრადაციას. ვიბრძოლებ, ხმამაღლა ვიტყვი, გავაკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ ადვოკატთა ასოციაცია იყოს ყველაზე პრესტიჟული პროფესია. იგივეს გირჩევთ თქვენც, პატივცემულო კოლეგებო” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ადვოკატი დავით ახალაური.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close