,,ხალხის პარტიის” თავმჯდომარემ ალექსანდრე კობაიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრში გამართულ ბრიფინგზე ხელისუფლების მხრიდან მედიის დისკრიმინაციაზე და პოლიტიკური პარტიების ბლოკირებაზე ისაუბრა. როგორც კობაიძემ აღნიშნა, დღეს ხელისუფლება ღიად და აშკარად ერევა მედიის საქმიანობაში, მათ დაადუმეს ტელეკომპანია ,,მაესტრო”, ,,იმედი” და ეხლა მიადგნენ იმ ტელევიზიას, რომლითაც პოლიტიკური პარტიები საკუთარ მხარდამჭერებს ესაუბრებოდნენ. ეს გახლავთ ,,მეორე არხი”. ,,ხელისუფლებამ ვერაგულ ხერხებს მიმართა. ისინი ჩვენ, პოლიტიკურ პარტიებს აღარ გვაძლევენ საშულებას, საკუთარ ამომრჩეველს ვესაუბროთ მეორე არხის ,,თავისუფალი ტრიბუნიდან”, ,,არგუმენეტებიდან” , ,,ბრიფინგის დროდან” და პარლამენტიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ამომრჩევლები ქუჩაში უნდა გამოვიყვანოთ და ქუჩის აქციებით ვესაუბროთ.

,,ხალხის პარტიამ” არა ერთხელ გაავრცელა განცხადება მეორე არხის პრობლემებთან დაკავშირებით და პოლიტიკურ პარტიებს ქმედითი ნაბიჯებისა და პრობლემის იგვლივ გაერთიანებისკენ მოუწოდა. დღეს კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გავერთიანდეთ საკუთარი ხმისა და მედიის გადასარჩენად. ხელისუფლებამ მედია საშუალებებს კონკრეტული პარტიების გაშუქება დაავალა, სხვა პარტიებისთვის კი ტელეეთერები დაბლოკილია. მედია იმ პარტიებს აშუქებს, რომლებიც ,,ქართულ ოცნებისთვის” არის მისაღები. ,,მეორე არხს” პოლიტიკური პარტიებისთვის დიდი ამაგი აქვს. ყველას გვახსოვს ,,კარვების ქალაქი” და პოლიტიკური ლიდერების თავისუფალი ტრიბუნიდან გამოსვლები, რაც მხოლოდ და მხოლოდ ამ არხის დამსახურება იყო. ახლა კი არ გაქვს მოდუნებისა და მისი მარტოდ დატოვების უფლება. ჩვენი ვალია. ჩვენ მეგობარ ჟურნალისტებს შევუნარჩუნოთ სამუშაო ადგილები, ხოლო ჩვენ, ვიბრძოლოდ საკუთარი ხმის გადასარჩენად, “- აცხადებს კობაიძე.

https://youtu.be/z0bd0mYjCCc

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი