არასამთავრობო ორგანიზაცია – ,,უმუშევართა კავშირი დასაქმებისათვის” წარმომადგენლები აჭარაში იმყოფებოდნენ. euronews.ge ორგანიზაციის თავმჯდომარეს თამარ იოვაშვილს დაუკავშირდა და ვიზიტის შესახებ ესაუბრა.

  თამარ იოვაშვილი: 

_  16 ივლისიდან 19 ივლისის ჩათვლით, არასამთავრობო ორგანიზაცია „უმუშევართა კავშირი დასაქმებისათვის“ წარმომადგენლები აჭარაში, ქ. ბათუმში ვიიმყოფებოდით. გვინდოდა, რომ ადგილზე გავცნობოდით ავტონომიურ რესპუბლიკაში უსახლკაროთა რეალურ ყოფას და მათთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე, თუ რა ნაბიჯები იდგმებოდა ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან, ამ კატეგორიაში შემავალი მოქალაქეების დასახმარებლად.

უნდა აღინიშნოს, რომ მთლიანობაში, საკმაო მძიმე ვითარებაა შექმნილი. ისეთივე, როგორც მთელ ქვეყანაში. მართალია, ქ.ბათუმის მერიამ დაიწყო უსახლკაროთა რეგისტრაცია, მაგრამ ამის შესახებ მოქალაქეებმა არ იციან, რადგან არანაირი კამპანია არ ჩატარებულა და ადამიანებს მისი შესახებ არ ეუწყათ. განსაკუთრებით დამთრგუნველი სურათია ე.წ. „ოცნების ქალაქში“.

_ დამთრგუნველ სურათში რას გულისხმობთ? 

_  19 ჰექტარ მიწის ტერიტორიაზე სახელდახელოდ, მუყაოს სხვადასხვა სამშენებლო მასალების და „შიფერის“ გამოყენებით შეკოწიწებულ „ბარაკებში“ 3000 უსახლკარო და სოციალურად დაუცველი ადამიანი ცხოვრობს. მათ შორის მრავლად არიან ეკომიგრანტები, რომლებმაც იმ რაიონებში სადაც ისინი გადაასახლეს, მეტ-ნაკლებად ნორმალური თავშესაფარი ვერ იპოვეს და უკან, აჭარაში დაბრუნდნენ. ანტისანიტარია და ელემენტარული ჰიგიენური პირობების არქონა განაპირობებს იმას, რომ დასახლებაში პერიოდულად სხვადასხვა დაავადებები იფეთქებს ხოლმე. არცთუ იშვიათად დაფიქსირებულა შემთხვევები, როცა „ბარაკები“ ჩამონგრეულა, სამწუხაროდ არის ფატალური შემთხვევებიც.

.

.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ხელისუფლება ამ ადამიანების პრობლემებს იგნორირებას უკეთებს. ამ დრომდე არ არსებობს არანაირი გეგმა მათთვის გასაწევი დახმარების შესახებ. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ამ სიტუაციიდან არანაირი გამოსავალი არ არსებობს. რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა ზარალდებიან „ოცნების ქალაქის“ ყველაზე პატარა მაცხოვრებლები, ბავშვები.

_ ამ მდგომარეობიდან რა გამოსავალი არსებობს? 

_ „უმუშევართა კავშირმა დასაქმებისათვის“ ადგილობრივ არასამთავრობოებთან გამართა შეხვედრები, სადაც მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ აღნიშნულ საკითხებზე ერთობლივად ვიმოქმედებთ. შედგა თხოვნის წერილი ბათუმის მერის, ბატონი ერმაკოვის სახელზე. მან უნდა მოგვაწოდოს ინფორმაცია, თუ რის გაკეთებას აპირებს ბათუმის მერია უსახლკაროთა პრობლემებების გადასაჭრელად.

.

.

.

ადგილობრივმა არასამთავრობოებმა ჩვენი კანონპროექტის – „უსახლკაროთა შესახებ“ მხარდაჭერა გამოხატეს და გამოთქვეს მზადყოფნა, მონაწილეობა მიიღონ პერმამენტულ აქციებში, რომელთა წამოწყებას ჩვენ სექტემბრიდან ვაპირებთ და რომელთა მთავარი მოთხოვნა ხსენებული კანონპროექტის მიღება იქნება.

კომენტარები
Загрузка...