ჩვენ ყოველთვის გამოვირჩეოდით საერთაშორისო დონის  მწერლებითა და მათი გენიალური ნაწარმოებებით, რომლებსაც მსოფლიოს რამდენიმე ენაზე თარგმიდნენ. აღსანიშნავია, რომ წინაპრებს საქმიანობის ღირსეული გამგრძელებლები ახლაც მოეძებნებათ და ჩვენ ვალდებულნი ვართ, წავიკითხოთ, შევაფასოთ და დავაფასოთ მათი ნამუშევრები.

ამჯერად, მინდა გიამბოთ  18 წლის ლუკა ხატიაშვილის შესახებ, რომელიც თანამედროვე მწერალთა რიგებს  სულ ახლახანს შეუერთდა პირველი და აღსანიშნავად საინტერესო რომანით  „ადამიანთა ყოფა“.

როგორც ლუკა თავად გვივყვება, რომანის დასასრულებლად მას 2 წელიწადი დასჭირდა, წიგნზე მუშაობის პროცესი კი  წარმოუდგენლად დიდი  სიამოვნების მიმნიჭებელი აღმოჩნდა. გაგიკვირდებათ, მაგრამ თავდაპირველად არ უფიქრია, წერა ლიტერატურის ამ ჟანრში დაეწყო, თუმცა დროთა განმავლობაში ნაწარმოებში  განვითარებულმა სიუჟეტმა, საბოლოოდ ყველაფერს დაარქვა თავისი სახელი.

წერა წარმატებით დაასრულა, თუმცა მაშინ მიხვდა, რომ ყველაზე დიდი  სირთულის წინაშე აღმოჩნდა…  მან საკუთარ ძალებში ეჭვი შეიტანა. ფიქრობდა, რომ ნაწარმოები ვერ დაიმსახურებდა მკითხველის მოწონებას, მაგრამ აბსურდული აზრები რომანით აღფრთოვანებულმა მისმა მეგობრებმა დროულად განუქარვეს და მეტიც, გადააწყვეტინეს  პალიტრა L-ის ლიტერატურულ კონკურსში მიეღო მონაწილეობა.

Qronika.ge  აღმოჩნდა ის ერთადერთი საინფორმაციო სააგენტო, რომელსაც ლუკა ექსკლუზიურ ინტერვიუზე დასთანხმდა:

–   ლუკა, ზოგადად, რამ გადაგაწყვეტინა კალმის ხელში აღება და წერის დაწყება?

–   წერა და ლიტერატურა ყოველთვის მიყვარდა, პატარ-პატარა ჩანახატებს სულ ვაკეთებდი, მაგრამ სერიოზულად ჩემი სათქმელის გადმოცემა, პირველად აბიტურიენტობის დროს მომინდა. თუმცა, წერის გადაწყვეტილება  და ფურცელზე ყველაფერი იმის გადმოტანა, რაზეც ოდესმე მიფიქრია, რაც ტრიალებდა ჩემს ტვინში, საფრანგეთში ყოფნისას მივიღე. არ შემიძლია, არ ვისარგებლო შემთხვევით  და მადლობა არ გადავუხადო საჯაროდ  ჩემი ქართული ენის მასწავლებელს, ციცინო ვაშაკიძეს, იმისათვის, რომ თავის დროზე სწორედ მან ჩანერგა ჩემში ლიტერატულის, კითხვისა და წერის სიყვარული.

–  იქნებ მკითხველს უთხრა, რა თემატიკის არის შენი რომანი „ადამიანთა ყოფა“…

–  ეს არის ტრაგედია, რომელიც მთავრდება იმედით. ვფიქრობ, რომ იმედის განადგურება არაფერს შეუძლია, მათ შორის სიკვდილსაც…

– კიდევ ერთს გკითხავ, დანარჩენი ინტიგა  კი მკითხველისათვის შემოვინახოთ… მაინტერესებს,  ნაწარმოების პერსონაჟები შენს ირგვლივ მყოფი ადამიანების პროტოტიპები არიან, თუ ისინი შენმა გონებამ, ფანტაზიამ წარმოშვა?

– პერსონაჟები გამოგონილები არიან. მაქსიმალურად შევეცადე, ისინი არავის დამსგავსებოდნენ.

– როგორ ფიქრობ, შენი რომანი მკითხველთა რომელ კატეგორიაში ჰპოვებს მეტ პოპულარობას?

– ჯერ-ჯერობით რომანი ლიტერატურულ კონკურში მონაწლეობს, თუ გავიმარჯვე, დამიბეჭდავენ  და მის რეალიზებაშიც დამეხმარებიან, სწორედ ამის შემდეგ შეძლებს ფართო მკითხველი მის შეფასებას. ვფიქრობ, რომ წიგნი განსაკუთრებით მოეწონებათ ახალგაზრდებს.

– რატომ?

–  ისინი უფრო სწორად გაითავისებენ გმირების მდგომარეობას, მეტად გაუგებენ მათ. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ უფროსი ასაკის წარმომადგენლებს არ შეიძლება მოეწონოთ.

– კონკურსი ახსენე, გამარჯვების იმედი გაქვს?

–  როგორც წეღან აღვნიშნე, იმედი არასდროს კვდება, ყველაზე კრიტიკულ, კრიზისულ მომენტებშიც კი… რა თქმა უნდა, მაქვს.

– წიგნის გამოცემის შემთხვევში, კრიტიკოსთა შეფასებებისთვის თუ ხარ მზად?

–  ალბათ, მზად ვარ ყველანაირი შეფასებისთვის, იმიტომ, რომ ეს წიგნი საკუთარ თავზე მეტად, სხვებისათვის დავწერე.

–  წიგნი, რომელმაც მოახდინა შენში გარდატეხა, შეგიცვალა მსოფლმხედველობა, რომლის წაკითხვის შემდეგაც იგრძენი, რომ გაიზარდე, როგორც პიროვნება…

–  ასეთი ბევრია, ყველას ვერ ჩამოვთვლი, რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც გამოვყოფდი რამდენიმეს. ესენია : „ძმები კარამაზოვები“;  „ადამიანთა სევდა“;  „ოსტატი და მარგარიტა“.

–  ლუკა, შენ საკმაოდ წამატებული აბიტურიენტი იყავი, ახლა საფრანგეთში სამართლისა და პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე სწავლობ… ხომ არ ფიქრობ არჩეული პროფესიის მწერლობით ჩანაცვლებას, თუ წერა შენთვის მხოლოდ ჰობია და არ გეგმავ შენი კარიერული ცხოვრების სამუდამო დაკავშირებს ამ სფეროსთან?

– წერა ჩემთვის ბევრად მეტია ვიდრე უბრალოდ ჰობი, არ ვაპირებ ოდესმე ლიტერატურასთან კავშირის გაწყვეტას, მაგრამ ამ ეტაპზე, არჩეული მიმართულების შეცვლაზე არ ვფქრობ.

– მთელი ინტერვიუს პროცესში ვგრძნობ, რომ რაღაცის დამატება გინდა, ასე?

– კი, მართლი ხარ (იცინის). მინდა, ყველა ჩემს მეგობარს, რომლებიც საოცრად მიდგანან გვერდში ვუთხრა, რომ საუკეთესოები არიან. სხვათაშორის, ერთ-ერთმა ჩემი წიგნისთვის  გარეკანი დახატა. მოკლედ, ბავშვებო, ყველაზე მაგრები მყავხართ!

– ლუკა, qonika.ge-ს რედაქცია გულწრფელად გისურვებს წარმატებას, შენ ამას ნამდვილად იმსახურებ.

–  გმადლობთ.

გადადით ლინკზე და ხმა მიეცით ლუკა ხატიშვილს:

http://www.palitral.ge/konkursantebi.html?view=author&authorId=116&lang=ka-GE

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი