საზოგადოება

,,მანდატურს, რომელმაც მოსწავლეს იარაღი აღმოუჩინა, ოქმი შედგენილი ჰქონდა” – დირექტორი ცრუობს?

   ბეგლარ სიორიძის დის სკოლაში, რომელიც ოზურგეთში ყველაზე პრესტიჟულად ითვლება, რამდენიმე დღის წინ ინციდენტი მოხდა. ერთ-ერთ მოსწავლეს პნევმატური იარაღი აღმოაჩნდა, რომელიც მანდატურმა შენიშნა და გამოავლინა. ფაქტი გახმაურდა და მედიაშიც გამოქვეყნდა. ჟურნალისტებთან სკოლის დირექტორმა _ ფატი სიორიძემ განაცხადა, რომ სკოლაში ასეთი რამ არ მომხდარა და ეს იყო ცილისწამება.
    სანდო წყარომ euronews.ge -ს აცნობა, რომ დირექტორი ურცხვად ცრუოდა. მანდატურმა ნამდვილად აღმოუჩინა მოსწავლეს იარაღი. მას ოქმიც კი შედგენილი ჰქონდა, მაგრამ ისიც გააჩუმესო.
 მოკლედ, საქმე თურმე ჩაიფარცხა ძლევამოსილი დირექტორის წყალობით. დიახ, ძლევამოსილის, რადგან დირექტორის ძმა, წლების განმავლობაში, ოზურგეთის მერის თანამდებობას იკავებდა და ქართული ოცნების წარმომადგენელი იყო ამ რეგიონში. სკოლის დირექტორის მეორე ძმის ცოლი, ოცნების ერთ-ერთი ლიდერი თბილისში, რიმა ბერაძეა, გვითხრა წყარომ.
 იმასაც ამბობენ, რომ მართალია, ბეგლარმა ოზურგეთის მერის სავარძელი ვერ შეინარჩუნა, მაგრამ ახლა გამალებით იბრძვის გურიის გუბერნატორის მოადგილეობისთვისო. 
   ხოდა, ოზურგეთის სკოლის დირექტორის საქმეც ისეა, რომ იტყვიან _ ,,თუ ,,ღმერთი” შენს გვერდით არის, ,,ლილიპუტები” რას დაგაკლებენ?”

მარიამ რამიშვილი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close