ვიდეოსაზოგადოება

SOS! კახეთში წარღვნაა! განადგურებულია ყველაფერი, მოსახლეობა შველას ითხოვს!

კახეთში, ქიზიყში დღეს დილიდან კოკისპირულად წვიმს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ასეთი საშინელი წვიმა მათ არ ახსოვთ. დაიტბორა და წყალმა წაიღო საუბნო გზები და ცენტრალური ავტომაგისტრალი. როგორც გვაცნობეს, ვენახებთან მისასვლელი გზები ისეა განადგურებული, ნაკვეთებთან მისვლას გლეხები და ფერმერები ვერ ახერხებენ. ზარალის ოდენობის დადგენა ამ ეტაპზე შეუძლებელია. როგორც გვითხრეს, ჯერ არ ჩანს მაშველი ტექნიკაც. ამჟამადაც კახეთში კვლავ წვიმს. მოსახლეობა კი დახმარებას ითხოვს!

ვიდეოს ავტორი მიხეილ ნანობაშვილი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close