Home ახალი დამატებული SOS! ლიბერასტები მოდიან!

SOS! ლიბერასტები მოდიან!

20 second read
0
24

,,საქართველოში ახალი ტენდეცია მკვიდრდება, რასაც ლიბერალური აზროვნება განაპირობებს!“ ეს წარწერა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოს ეკუთვნის, რომელშიც, მართლმადიდებლური ტაძრის ეზოში, მდელოზე წამომჯდარი გოგონა, თავხედური ჟესტით, თითების კომბინაციით შეურაცხყოფს მართლმადიდებლურ სიწმინდეს.

ამ ფოტოს წინ უძღოდა ინტერნეტსივრცეში სვანური კოშკების ფონზე გაშიშვლებული ბიჭის ფოტოსურათი, რამაც საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, თუმცა მას ვიდეოჩანაწერიც მოჰყვა, რომელიც ასევე სოციალურ ქსელში გავრცელდა. ვიდეოში იგივე მამაკაცი, ამჯერად ჩაცმული, ბოდიშს იხდის მომხდარისათვის. ,,დაჩაგრულის“ დასაცავად კი ლიბერალთა ჯგუგები ,,აღსდგა“. მათ შორის იყვნენ ცნობილი სახეებიც, რომლებიც ნებისმიერ ადგილზე გახდით თუ ჩახდით იმუქრებოდნენ. მათ ჯერჯერობით სიტყვა საქმედ ვერ აქციეს, მაგრამ ორი ახალგაზრდა მამაკაცი, შხარას ფონზე მაინც გაშიშვლდა და ავტომანქანის სახურავზე წამოიმართა. კიდევ კარგი სარცხვენელზე მაინც მიიფარეს ხელი და შიშველ სხეულთან ერთად, საკუთარი საოხრეების ხილვაც არ გვაიძულეს. აი, ეს ფოტოები მოგვიტანა  შიშველი ბიჭის სოლიდარობამ, თუმცა კიდევ რას გვიმზადებენ ლიბერალები, არავინ იცის. მთავარია, რომ რაღაც კამპანია აგორდა, რომელიც,  რას ემსახურება სინამდვილეში, ჯერ უცნობია. ყოველ შემთხვევაში, კარგი და სასიამოვნო რომ არაფერი ხდება, ესეც ფაქტია. ასე, რომ საზოგადოებავ, SOS! ლიბერასტები მოდიან!

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In ახალი დამატებული

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *