ფეისბუქის ყველა მომხმარებელს, სოციალური ქსელით სარგებლობის მანძილზე, ალბათ, ერთხელ მაინც მიუღია ვირუსის შემცველი შეტყობინება, რომლითაც ინტერნეტთაღლითები მათი პერსონალური მონაცემების ხელში ჩაგდებას, კომპიუეტერული მოწყობილობების დავირუსებას და სხვა ჰაკერული ქმედებების განხორციელებას ცდილობდნენ. მსგავსი სამწუხარო პრაქტიკის და ნეგატიური პირადი გამოცდილების ხარჯზე, მომხმარებლების ნაწილმა ასეთი შეტყობინებების წინასწარ ამოცნობა ისწავლა, თუმცა ჰაკერები, ფაქტობრივად, ყოველდღიურად ხვეწენ კიბერშეტევის ტექნიკას და ახალ-ახალ მეთოდებს იფიქრებენ.

უკანასკნელ ხანებში ფეისბუქზე ახალი სახის ვირუსული შეტყობინება გავრცელდა, რომელსაც მომხმარებელი ფეისბუქის ჩათში მისი რომელიმე ფეისბუქმეგობრის ანგარიშიდან იღებს. შეტყობინება შეიცავს ბმულს და ტექსტს, რომლის შინაარსიც ასეთია – ” ამ ვიდეოში შენ ხარ?”

აღსანიშნავია, რომ მიღებული შეტყობინების შინაარსი და შესაბამისად, თანდართული ბმული ყალბია და მასზე გადასვლის შემთხვევაში, ფეისბუქმომხმარებელი ჰაკერს კომპიუტერულ მოწყობილობაში შეღწევასა და კომპიუტერულ სისტემაში მავნე პროგრამული უზრუნველყოფის დაყენებაში დაეხმარება.

წყარო:კიბერკვირა

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი