კომპანია Socar-ისპრეზიდენტი აცხადებს, რომ ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფი კომპანიის მიერ საქართველოში ჩადებული ინვესტიციებიდან გამომდინარე დადგინდება. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

როვნაგ აბდულაევის თქმით, შესაბამის გათვლებს კომპანია საქართველოს მთავრობასთან ერთად აკეთებს. “შესაბამისად, დადგინდება, რამდენით უნდა გაიზარდოს ტარიფი“, – აღნიშნა აბდულაევმა.

სემეკი “სოკარ ჯორჯიას“, “საქორგგაზისა“ და “ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სატარიფო განაცხადებას ივლისში განიხილავს. მოსალოდნელია, რომ ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფი გაიზრდება.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი