წელს, პირველად საქართველოში, მსოფლიოში ცნობილი კომპანიის ,,კასპერსკის ლაბორატორიის” სამგანზომილებიანი (3D) ბანერი დაიდგა, რომლელზეც ციფრული სამყაროს საფრთხეებია სიმბოლიზირებული.
  შეგახსენებთ, ,,კასპერსკის ლაბორატორია,, აგერ უკვე 20 წელია, უსაფრთხო ინტერნეტის იდეას ემსახურება. ამ საკითხებისადმი ინტერესი კი, ჩვენს დროში ყოველდღიურად იზრდება, მოგეხსენებათ, კიბერდამნაშავეები განუზომელ ფინანსურ და მორალურ ზიანს აყენებენ ადამიანებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. შესაბამისად გამონაკლისი არც საქართველოა – ევგენი კასპერსკის სურს ქართული ბაზრის ათვისებაც და სხვადასხვა ტიპის საქველმოქმედო ღონისძიებების ჩატარება.
სარეკლამო კამპანია თბილისის ცენტრიდან დაიწყო -საქართველოს დედაქალაქის მაცხოვრებლებს და სტუმრებს, თვრამეტი მაისიდან თვრამეტი ივნისის ჩათვლით, შეეძლებათ ფოტოგადაღებების წარმოება სამგანზომილებიან ბანერთან, სახელწოდებით – „დავიცვათ სამყარო” კომპანია ეპატიჟება ყველა მსურველს, ვისაც სურს აღნიშნული ილუსტრაციის ფონზე ორიგინალური სურათების გადაღება.

 

 

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი