შალვა ნათელაშვილი საქართველოში საპრეზიდენტო მოდელის დაბრუნებაზე აკეთებს განცხადებას. მისი აზრით, საპარლამენტო მოდელმა არ გაამართლა და არჩევნების შემდეგ აუცილებლად უნდა დაიწყოს მუშაობა საპრეზიდენტო მოდელის დაბრუნებაზე.

შალვა ნათელაშვილი:

_ ჩვენ ადრეც ვამბობდით, მაგრამ პარლამენტში პრეზიდენტ მარგველაშვილის გამოსვლისას გამოჩნდა, რომ საპარლამენტო მოდელი, ჩვენნაირი განუვითარებელი დემოკრატიის ქვეყნისთვის უბედურებაა. ეს არის წინაპირობა იმისა, რომ წარმოიშვან არაფორმალური მმართველები, როგორიცაა ივანიშვილი. ამიტომ, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სერიოზული ბრძოლა მოგვიწევს იმისთვის, რომ პრეზიდენტი იყოს პასუხისმგებელი ქვეყნის პოლიტიკაზე, საშინაო და საგარეო სტრატეგიაზე, დაშვებულ შეცდომებზეც და პასუხისმგებელი პირი არ ვეძებოთ ჩირგვებში, ჭორვილასა თუ მოგლეჯილი ხეებით გაშენებულ პარკში. აუცილებლად უნდა დავაბრუნოთ საპრეზიდენტო ინსტიტუტი იმ ოპტიმალურ მოდელში, რაც გამორიცხავს პარალელურ მართველობას და ასეთი რთული პროცესების განვითარებას, რაც დღესაა .“

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი