Home ახალი დამატებული სოროსი საქართველოში ახალ სქემებს აწყობს

სოროსი საქართველოში ახალ სქემებს აწყობს

26 second read
0
22

,, სოროსი საქართველოში ახალ სქემებს აწყობს, რათა ხელისუფლებაში კვლავ თავისი თავისი გოგო-ბიჭები ჩაანაცვლ-მოიყვანოს. ამას ემსახურება მიმდინარე პოლიტიკური გადაადგილებებიც“,_ ასეთ განცხადებას აკეთებს ლეიბორისტული პარტიის ანალიტიკური მდივანი – ნინო მეტრეველი.

ნინო მეტრეველი:

“საქართველოში სოროსი ახალ სქემას აწყობს ხელისუფლებაში კვლავ თავისი თავისი გოგო-ბიჭების ჩასანაცვლებელ-მოსაყვანად. სწორედ ამას ემსახურება მიმდინარე პოლიტიკური გადაადგილებებიც. ნაცმოძრაობას გამოეყო ვითომ რეფორმატორული ფრთა, რომელსაც ვითომ ბელადომანია მოსწყინდა და მთელი ცოდვების დატოვებას სააკაშვილთან და მის გუნდთან აპირებს. გაიხსენეთ, როგორ მოიქცნენ შევარდნაძისა და მოქალაქეთა კავშირისაგან გამოყოფილი ე.წ. რეფორმატორები – ჟვანია-სააკაშვილი და ბურჯანაძე. მათაც იგივე გააკეთეს და ამ ფორმით, მთელი ცოდვები შევარდნაძესთან დარჩენილ მოქკავშირს ისე აჰკიდეს, თითქოს ის წლები ერთად არ მართავდნენ ქვეყანას.

ბოკერიას გუნდის წევრები, რომლებსაც ახლა გაუნათდათ თვალები, დღეს იგივე გზას ადგანან. ეს ხალხი, მაშინდელი ,,ენჯეოჩნიკები“, ე.წ. ..სოროსელები“ არიან (ბოკერია, უგულავა, თარგამაძე, ჭიაბერაშვილი, დარჩიაშვილი…). მალე მათ შეუერთდებიან ყოფილი რესპუბლიკელები, რომლებიც ასევე სოროსის დაფინანსებული არასამთავრობოებიდან მოდიან ( ხიდაშელი, უსუფაშვილი, ზაქარეიშვილი…). სწორედ ამ ადამიანებმა, ამერიკელ მილიონერთან ერთად მოახდინეს “ვარდების რევოლუცია”. ცნობილია ისიც, რომ სოროსი ქართველ ოლიგარქს სტუმრობდა. მაშინ ვერავინ გაიგო და ახსნა, რა უნდოდა ვარდების რევოლუციის მთავარ მოქმედ პირს- სოროსს ,,ვარდების ხელისუფლების“ ,,გადამგდებ-მომშორებელ“ ივანიშვილთან? ახლა კი ყველაფერი დალაგებულ-გარკვეულია.

2003 წლის ე.წ. ვარდების რევოლუციის მიზანიც იყო ის, რომ მომავალი ხელისუფლება ისევ ,,მათიანებით“ დაკომპლექტებულიყო და ხელისუფლებაში არ მოსულიყო ,,პატრონებისგან“ არაკონტროლირებადი პოლიტიკური ძალა – ლეიბორისტული პარტია. ამიტომ, ამ “ღონისძიებას” სოროსთან ერთად ივანიშვილიც აფინანსებდა. ეს ოლიგარქი მუდმივად “კვებავდა” არა მხოლოდ ვარდების რევოლუციას, არამედ ვარდოსან ხელისუფლებასაც (თავად ივანიშვილმა თქვა, სოროსი რომ გეგონათ, ის მე ვიყავიო).

უკვე ჩანს, რომ სოროს-ივანიშვილის დუეტმა, ლობისტ ჯგუფთან ერთად ახალი სქემა შეიმუშავა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ეს გუნდი, სავარაუდოდ ადგილობრივი არჩევნების შემდეგ უფრო გაფართოვდება (თუ იქამდე არა) და 2020 წელს ხელისუფლებაში მოსვლას კვლავ შეეცდება. გამორიცხული არ არის, მათ შეუერთდნენ ,,თავისუფალი დემოკრატები“, ,,გირჩი“ და პაატა ბურჭულაძის პარტიის წევრები. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ კი გიორგი მარგველაშვილიც მასთან მივიდეს თავისი გუნდით. ეს პოლიტიკური ძალა შეეცდება, დაიკავოს ე.წ. პროდასავლური ნიშა და ,,ქართული ოცნების“ ალტერნატივად მოგვევლინოს საპარლამენტო არჩევნებში. ანუ ვიხილოთ ,,გარეცხილ-დავარცხნილი“ იგივე ხალხი, ხმამაღალი განცხადებებით და მეოცნებე ხელისუფლების რადიკალური კრიტიკით. ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია წაიყვანონ ისე, თითქოს წლების განმავლობაში ერთად არ იყვენენ.

რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას, ვფიქრობ, მას უკვე სხვა ლობი ჰყავთ ამერიკაში და ისინი არც საქართველოში არიან ამომრჩელის გარეშე დარჩენილები. ცხადია, ნაციონალები ცალკე შეეცდებიან პარლამენტში მოხვედრას, მაგრამ მერე მაინც მონახავენ საერთო ენას ,,ყოფილებთან“ და ერთად გააგრძელებენ ქვეყნის მართვას. ჯამში, ყველაფერი იქნება ისე, როგორც აქამდე იყო.

ყველაზე საშინელი კი მაინც ის არის, რომ ჩვენნაირ პატარა ქვეყნებში იმპერიები მუდმივად ცდილობენ, რომ ჰყავდეთ  კონტროლირებადი ხელისუფლება. დღეს, როცა მსოფლიოში ახალი გადანაწილებებია, ეს გამოწვევა უფრო აქტუალური ხდება. ხალხი კი ამ დროს იძენს მხოლოდ  ტაშისდამკვრელისა და ამ გეგმის ,,გამპრავებელის“ ფუნქციას.

ამ ყველაფერის მიუხედავად, მაინც ვიტოვებ იმედს, რომ ქართველი ერი, რომელმაც საკუთარ თავზე გადაიტანა მთელი ეს ბაკქანალია, თავს აარიდებს იმ მახეს, რომელშიც არაერთხელ მოხვდა”.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In ახალი დამატებული

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *