Home კატეგორიის გარეშე “ეს არაპოპულარული ნაბიჯი წამგებიანია პოლიტიკური გუნდისთვის, მაგრამ საჭიროა ქვეყნისთვის”

“ეს არაპოპულარული ნაბიჯი წამგებიანია პოლიტიკური გუნდისთვის, მაგრამ საჭიროა ქვეყნისთვის”

20 second read
0
17

საქართველოში ეროვნული ვალუტის გაუფასურებასთან დაკავშირებით  ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კამათი არ წყდება. საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამენ ექსპერტებიც. ეკონომიკის ექსპერტი და ცნობილი გამომგონებელი თემურ მაისურაძე  ხელისუფლებას სხვა მხრივ აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ეს პროცესები რამდენიმე წლით ადრე უნდა დაწყებულიყო:

-„რაც დღეს ხდება, მტკივნეულია მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით საშუალო და დაბალი ფენისთვის, მათ შორის ჩემთვისაც, ვისაც კრედიტი დოლარში მაქვს და დღეს უკვე ეს მძიმე ტვირთად აწევს ჩემს ოჯახს. მიუხედავად ამისა, სიმართლე უნდა ითქვას. პროცესები, რაც დღეს ვითარდება, უნდა მომხდარიყო რამდენიმე წლით ადრე, ჯერ კიდევ სააკაშვილის პერიოდში. რაც არ გააკეთეს ნაციონალებმა, უნდა გაეკეთებინა „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე. ეროვნული ვალუტის გამყარება სესხად აღებული ასობით მილიონი დოლარით, უდიდესი შეცდომა  იყო. ამ შეცდომას ერთადერთი პოლიტიკური გამართლება ჰქონდა – ეს ხელისუფლების მიმართ ხალხის უკმაყოფილებას აცხრობდა. შედეგად მივიღეთ ის, რომ ჩვენმა შვილებმა ლარის დროებით და ხელოვნურად გამყარებისთვის აღებული საერთაშორისო ვალები წლების მანძილზე უნდა იხადონ. საქმე იმაშია, რომ ეს მდგომარეობას არ გამოასწორებდა, მხოლოდ დროებით აკავებდა. დროთა განმავლობაში კი ეს პრობლემა უფრო მწვავდებოდა.

როგორც იქნა, დღეს ხელისუფლებამ ლარს ხელი გაუშვა და მისი გამყარებისთვის აღარ იღებს საშვილთაშვილო ვალებს. ეს არაპოპულარული და მტკივნეული პროცესია ხალხისთვის, მაგრამ ლარი კანონზომიერ ნიშნულს უბრუნდება. არავინ ვიცით, რა ნიშნულზე უნდა ყოფილიყო  იგი დღეს, რომ არ ყოფილიყო მისი ხელოვნური გამყარება, ან როგორი იქნებოდა ეკონომიკური ზრდა, ვალად აღებული ასობით მილიონი დოლარი რომ სწორი მიმართულებით გაგვეშვა. ფაქტია, ეს არაპოპულარული ნაბიჯი ხელისუფლებას უნდა გადაედგა. ეს წამგებიანია პოლიტიკური გუნდისთვის, მაგრამ საჭიროა ქვეყნისთვის. ეს შორს მიმავალი პერსპექტივაა  და როდესაც არ უნდა განხორციელებულიყო  – წარსულში, ახლა თუ მომავალში, ყოველთვის მტკივნეული იქნებოდა მოსახლეობისთვის. რაც უფრო გვიან, მით უარესი“.

თემურ მაისურაძე ხელისუფლებას ეკონომიკურ სტრატეგიას უწუნებს და ამბობს, რომ აქ სერიოზული ხარვეზია და აუცილებელია  პრიორიტეტების სწორი დალაგება. ქვეყნას სწრაფი ეკონომიკური განვითარების დიდი პოტენციალი აქვს და ეს უნდა გამოიყენოს. საუბარია ინოვაციურ ეკონომიკაზე, რომელიც მისივე თქმით, საქართველოს ეკონომიკის ხერხემალიუნდა გახდეს.

 

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In კატეგორიის გარეშე

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *