“არავითარი საფუძველი არ მაქვს, არ ვენდო გიორგი გასვიანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ჟურნალისტზე მოხდა თავდასხმა პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან და ეს არის ყოვლადდაუშვებელი ფაქტი. ეს არის დანაშაული. როგორც პარლამენტის ვიცე სპიკერი და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრი, ვგმობ ამ სამარცხვინო ფაქტს და ველოდები, რომ გამოძიება სწრაფად დასრულდება და დამნაშავე დაისჯება. ასეთი პოლიციელები დისკრედიტაციას უწევენ სისტემას,” _ განაცხადა პარლამენტის ვიცე სპიკერმა, ირმა ინაშვილმა.

“ევრონიუსი” შეგახსენებთ, რომ  ტელეკომპანია “იბერია”-ს ჟურნალისტ – გიორგი გასვიანსა და პოლიციის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოხდა. ტელეწამყვანის თქმით, მას გზაზე მანქანა მოუცურდა, რასაც შეესწრნენ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პოლიციელები, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტს, შემდეგ კი იარაღით დაემუქრნენ, რათა მომხდარი არ გაემხილა. შემთხვევა ბორჯომში, სასტუმრო  “ქროუნ პლაზას” მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ტელეწამყვანი იქ ადამიანის უფლებათა დაცვის სემინარზე მიდიოდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა შს მინისტრმაც. მან თქვა, რომ ჟურნალისტის ნათქვამი თუ დადასტურდება, ინციდენტში მონაწილე პოლიციელები დაისჯებიანო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი