ბოლო დროს ბევრი გვესმის მარსის, იუპიტერისა და სატურნის შესახებ. ამის მიზეზი ისაა, რომ მათ გარშემო ადამიანთა მიერ გაშვებული ზონდები დაცურავენ, ზოგიერთ შემთხვევაში კი უშუალოდ ზედაპირზე დაცოცავენ. მზიდან უფრო შორს მდებარე პლანეტები ხშირად ზედმეტი ყურადღების გარეშე რჩება, თუმცა სიტუაცია შესაძლოა სულ მალე გამოსწორდეს, რადგან NASA უკვე გეგმავს გარკვეულ მისიას, რომელიც ურანის შესახებ ამ დრომდე ყველაზე დეტალურ ინფორმაციას მოგვაწვდის.

თეორიულ მისიას, რომლის ფარგლებშიც NASA კოსმოსური ხომალდის გაგზავნას  ურანთან და ნეპტუნთან გეგმავს, უზარმაზარი სამეცნიერო მნიშვნელობა ექნება. მისიის მთავარი მიზანია განისაზღვროს თუ რისგან შედგება ეს პლანეტები, დადგინდეს მათი ატმოსფეროს შემადგენლობა და რა თქმა უნდა, გადაიღოს ფანტასტიკური ფოტოები. მკვლევრები იმედოვნებენ, რომ შეისწავლიან ამ პლანეტების ამინდსა და ყოველმხრივ კლიმატს, ამავე დროს განსაზღვრავენ თუ  როგორ მოდის ისინი შესაბამისობაში მზის სისტემის ზოგად შემადგენლობასთან.

როგორც ურანი, ისე ნეპტუნი დღემდე მრავალ საიდუმლოს მალავს. სავარაუდო მისიები მოიცავს როგორც გადაფრენებს, ისე ორბიტერს, რომელიც ურანისკენ ატმოსფერულ ზონდს გაგზავნის, რათა მოხდეს მისი გაზების ნიმუშების აღება და შემადგენელი ელემენტების განსაზღვრა. მსგავსი გეგმა არსებობს ნეპტუნთან მიმართებაშიც, თუმცა, ორივე მისია ამჟამად მხოლოდ მოსაზრების დონეზეა და საჭიროებს ხორცშესხმას.

მისიების სისრულეში მოყვანამდე ჯერ ძალიან დიდი გზაა გასავლელი, როგორც ფინანსური, ისე დროის თვალსაზრისით.  NASA-ს განცხადებით, ურანის მისია სავარაუდოდ 2030-2036 წლებში უნდა განხორციელდეს, ნეპტუნის კი 2030-2040 წლებში, რადგან მანამდე, დიდ დროს წაიღებს ზონდების აჩქარება იუპიტერის გრავიტაციის საშუალებით.

მომზადებულია New Scientist-ის მიხედვით

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი