საქართველოდან გადახვეწილი, ემიგრაციაში მყოფი ქართველების რთული მდგომარეობის შესახებ არაერთხელ გვისაუბრია. ისინი სხვა ქვეყანაში დაუცველები არიან, სამშობლოდან კი სიდუხჭირეს გაექცნენ. ტრაგედია, რომელიც ახლახანს იტალიაში მოხდა, ამის კიდევ ერთი მტკიცებულებაა. რამდენიმე დღის წინ, იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს. მას ზურგის არეში ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა ჭრილობები მიყენებული.

იტალიური მედიის ინფორმაციით, იტალიის აპულიის რეგიონის ქალაქ ბარის პროვინციაში, დაბა კორატოს სან-ჯუზეპეს მოედანზე, სკვერში სკამზე მისვენებული 45 წლის მამაკაცი აღმოაჩინეს. გარდაცვლილს პირადობის დამასტურებული დოკუმენტი არ აღმოაჩნდა. როგორც გაირკვა, ის რამდენიმე საათის გარდაცვლილი იყო.  იტალიის სახელმწიფო პოლიციის მიერ ჩატარებული იდენტიფიკაციის და ახლობლების მოძიების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქე იყო და ის დავით გ-ძეა. 45 წლის დავით გ-ძეს ზურგის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა. ცნობილია, რომ  შემთხვევამდე დავითი ერთ-ერთი ქართველის დაბადების დღის აღსანიშნავად, ქართველებთან ერთად რესტორანში იმყოფებოდა, სადაც მცირე შეკამათება მოხდა.გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს.

წყარო: კვირა

 

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი