Home ახალი დამატებული „დრანდის ციხეში მყოფი ქართველი პატიმრები უმძიმეს მდგომარეობაში არიან“

„დრანდის ციხეში მყოფი ქართველი პატიმრები უმძიმეს მდგომარეობაში არიან“

20 second read
0
22
    ადამიანის უფლებების დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე, საერთაშორისო ორგანიზაცია „ამნისტიის“ წევრი – გიორგი თევზაძე განცხადებას ავრცელებს და საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს მიმართავს – მკაცრი შეფასება მისცენ და ხმა აიმაღლონ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ქართველი ტყვეებისა და უკანონო პატიმრების მძიმე მდგომარეობის შესახებ. უფლებადამცველის თქმით, ამ ადამიანების  სიცოცხლეს მუდმივად ემუქრება საფრთხე ოკუპანტების მხრიდან.
 “ერთ-ერთი არის საქართველოს მოქალაქე, იძულებით გადაადგილებული პირი და მრავალშვილიანი მამა, გიორგი ლუკავა, რომელმაც გადაწყვიტა, გალში მოენახულებინა შვილის საფლავი. ის სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლებმა ტყვედ აიყვანეს და აფხაზეთში, დრანდის ციხეში მოათავსეს. იგი მეექვსე წელია უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება.
 როგორც მედიასთან მისი ოჯახის წევრები აცხადებენ, ისინი ფლობენ ინფორმაციას, რომ რამოდენიმე დღეა, ლუკავა გადაიყვანეს დრანდის ციხიდან  და დღემდე უცნობია მისი ადგილსამყოფელი. ასევე არის საფუძვლიანი ვარაუდი, რომ დრანდის ციხეში, ასევე უკანონოდ მოთავსებულია საქართველოს რამდენიმე მოქალაქე. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ  როდესაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა რამდენიმე წლის უკან  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორების სახელმწიფო მინისტრის მონაწილეობით მოახდინეს პატიმართა გაცვლის პროცესი, რატომღაც გიორგი ლუკავას გვარი ამ სიაში არ ყოფილა. ის დარჩა ოკუპირებულ აფხაზეთში. საინტერესოა, რატომ და ვინ მიიღო ასეთი სახის გადაწყვეტილება? ეს კითხვა აწუხებს მის ოჯახის წევრებსაც. თუმცა მთავარი კითხვა აქვს საზოგადოებას ხელისუფლებასთან: რატომ არ ზრუნავს საქართველოს ხელისუფლება ოკუპარებულ აფხაზეთში ტყვედ გატაცებულ ქართველებზე?
    მივმართავ საერთაშორისო, უფლებადამცველ, ავტორიტეტულ ორგანიზაციებს, საერთაშორისო ინსტიტუტებს, რათა მკაცრი შეფასება მისცენ და ხმა აიმაღლონ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ქართველი ტყვეებისა და უკანონო პატიმრების მძიმე მდგომარეობის შესახებ, რომელთა სიცოცხლესაც საფრთხე მუდმივად ემუქრება ოკუპანტების მხრიდან.  მათ შორის ასეთს წარმოადგენს საქართველოს მოქალაქე, იძულებით გადაადგილებული პირი და მრავალშვილიანი მამა, გიორგი ლუკავა, რომელიც დღემდე ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ჰყავთ დატყვევებული და მისი სიცოცხლე საფრთხეშია”, _ აღნიშნულია გიორგი თევზაძის განცხადებაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In ახალი დამატებული

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *