დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ყველა ქვეყნის მოქალაქისთვის აშშ-ის ვიზების გაცემაზე კონტროლი უკიდურესად მკაცრდება. ტრამპის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში აღნიშნულია, რომ საემიგრაციო ზომები მოიცავს იმ ინფორმაციის ფართო განხილვას, რაც ყველა ქვეყნის მოქალაქემ ვიზის მისაღებად უნდა წარადგინოს. აღნიშნული სქემის მიხედვით, უკიდურესად მკაცრდება ამერიკის ვიზების გაცემის მექანიზმი და ახალი კანონით ვიზის მისაღებად გასულ მოქალაქეს გაცილებით მეტი ინფორმაციის წარდგენა მოუწევს საკონსულო უწყებებში. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ უმეტესი შეზღუდვების პირობებში გამონაკლისები დაშვებული იქნება ინდივიდუალურ საფუძვლებზე. პრეზიდენტმა ასევე ახალი კონტროლის მექანიზმების შემოღების გდაწყვეტილება მიიღო, რაც „ისლამისტ ტერორისტებს” ქვეყანაში შესვლის საშუალებას არ მისცემს.” ფართო მიმართულების საპრეზიდენტო ბრძანება სხვა ზომებთან ერთად კრძალავს სირიელი ლტოლვილების ქვეყანაში შეშვებას მანამ, სანამ დამატებითი განცხადება არ იქნება გაკეთებული. ბრძანება ასევე აწესებს გარკვეულ შეზღუდვას, კონკრეტულად კი 2017 წელს მაქსიმალური რაოდენობა, რომელსაც აშშ მიიღებს, 50 000 იქნება – ნახევარზე ნაკლები, ვიდრე წინათ განსაზღვრული შეზღუდვა ითვალისწინებდა.

სატელევიზიო ეთერში პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იმ სირიელებს შორის, რომლებიც ლტოლვილის სტატუსის მოსაპოვებლად მიმართვას გააკეთებენ, ქრისტიანებს მიენიჭებათ პრიორიტეტი. ტრამპმა საპრეზიდნტო ბრძანებას პენტაგონში მოაწერ ხელი, რაც გენერალმა ჯეიმს მათისმა როგორც თავდაცვის მდივანმა, ცერემონიაზე ფიცი დადო. ცერემონიის დროს ტრამპმა განაცხადა:

  „მე ვაფუძნებ ახალ კონტროლის მექანიზმებს, რათა დავტოვო რადიკალი ისლამისტი ტერორისტები აშშ-ის მიღმა. ჩვენ გვსურს შემოვუშვათ ქვეყანაში მხოლოდ ისინი, ვისაც სურვილი ექნება მხარი დაუჭიროს ჩვენს ქვეყანას და ვისაც ღრმად ეყვარება ჩვენი ხალხი”. საპრეზიდენტო ბრძანების ტექსტი მისი ხელმოწერიდან რამდენიმე საათის შემდგომ გამოქვეყნდა. ზომებს შორის არის: შეერთებული შტატების ლტოლვილთა მიღების პროგრამაში შეჩერების მექანიზმის ამოქმედება 120 დღის განმავლობაში. ლტოლვილთა შეშვების აკრძალვა სანამ მნიშვნელოვანი ცვლილებები” არ იქნება მიღებული. 90 დღით ერაყიდან, სირიიდან და წუხილის საგანის შემადგენელი ადგილებიდან” ჩამომსვლელთა შეჩერება – ასეთ ქვეყნებად არის მიჩნეული ლიბია, სომალი, სუდანი და იემენი. ლტოლვილთა აპლიკაციების პრიორიტეტებში მოაზრებული უპირატესობა მიენიჭებათ იმ ადამიანებს, რომლებიც თავიანთ ქვეყანაში რელიგიურ უმცირესობას წარმოადგენენ. ბრძანებაში ასევე აღნიშნულია, რომ ყველა საემიგრაციო პროგრამა უნდა მოიცავდეს შეკითხვებს აპლიკანტის “შეფასების თაობაზე, თუ რამდენად იქნება მოსალოდნელი, რომ მან საზოგადოებაში პოზიტიური წვლილი შეიტანოს”. პრეზიდენტმა ტრამპმა ასევე მოაწერა ხელი ბრძანებას, რაც სამხედრო შეიარაღებული ძალების გაძლიერებას ითვალისწინებს. აღნიშნული ბრძანების თანახმად, უნდა მოხდეს ახალი თვითმფრინავების, ახალი გემების, ახალი რესურსებისა და ახალი იარაღის შექმნა „ჩვენი უნიფორმაში გამოწყობილი კაცებისა და ქალებისთვის”.  ტრამპი აცხადებდა, რომ პრეზიდენტად გახდომის შემთხვევაში, მთლიანად აკრძალავდა მუსლიმების ქვეყანაში შეშვებას, მაგრამ ნოემბერში პრეზიდენტად არჩევის შემდგომ, იგი ამ საკითხს არ დაბრუნებია.

წყარო: Guardian.ge

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი