“ჯერ თავდაცვის სამინისტრო, მერე შინაგან საქმეთა სამინისტრო, ახლა განათლების სამინისტრო (პედაგოგების კვალიფიკაციის განსაზღვრაო, არადა რეალურად ამას სხვა სუნი უდის ამ ყველაფერს). ფაქტია, რომ დაიწყო თანამშრომლების მასობრივი შემცირება. ერთი მხრივ კარგია ასეთ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში, ალბათ ეს გამართლებული იქნება, მაგრამ გამართლება ექნება მაშინ, თუ სამინისტროების ზედა ფენებსაც თუ შეეხება ეს შემცირდება _ მათ ხელფას-დანამატ-პრემიებს, გადმოჯდებიან ძვირადღირებული ჟიპებიდან და ა.შ. ოპტიმიზაცია, ისედაც გაჭივრებულ ხალხს არ უნდა შეეხოს.
P.S.გამომდინარე იქიდან, რომ ვფიქრობთ, ამ ყველაფერს საერთო არაფერი აქვს კრიზისთან და ოპტომიზაციასთან, სხვადასხვა საჯარო სამსახურებიდან უკანონოდ გათავისუფლებულ თანამშრომლებს ვთავაზობთ იურიდიულ დახმარებას. თუ თვლით, რომ უსამართლოდ გაგანთავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან ან სამსახურიდან, მოგვმართეთ ,,უფლებადამცველთა სახლს” მისამართზე: ფურცელაძის 14 მე-2 სართული”,_ აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაციის -„ახალი თაობა – დემოკრატიული საქართველო“-ს ხელმძღვანელი, ნატალია ხოხიაშვილი. 

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი