Home ახალი დამატებული 37 წლის დავით ჭელიძის გარდაცვალებას “საქართველოს რკინიგზა” არ ახმაურებდა

37 წლის დავით ჭელიძის გარდაცვალებას “საქართველოს რკინიგზა” არ ახმაურებდა

19 second read
0
15

30 სექტემბერს ქუთაისის სარკინიგზო ხაზის ელმომარაგების ქვესადგურში ტექნიკური უწესრიგობის აღმოსაფხვრელად, ქვესადგურის ჯუხურში ხელმძღვანელი, 37 წლის დავით ჭელიძე შევიდა. სამუშაო ადგილზე არ იყო განათება და და მასაც არ ჰქონდა შესაბამისი ინვენტარი, ამიტომ, არასაკმარისი განათების გამო ჯიხურის კარი ღია დატოვა. გარედან შემოსული სინათლე არასაკმარისი აღმოჩნდა და ამ ყველაფრის  შედეგად, მოკლე ჩართვამ მისი სიცოცხლე შეიწირა. როგორც რკინიგზელთა ახალ პროფკავშირში აცხადებენ, აღნიშნულ ფაქტს ,,საქართველოს რკინიგზა” ამ დრომდე არ ახმაურებდა. პროფკავშირი ასევე აღნიშნავს, რომ 2016 წელი კომპანიაში დასაქმებულთათვის ყველაზე მძიმე აღმოჩნდა. გასულ წელს სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა 5 და დაშავდა 10_ზე მეტი რკინიგზელი.

,,საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი” მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ შეასრულოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულება და შექმნას ქმედითი შრომის ინსპექცია, რათა წინასწარ მოხდეს მსგავსი ფაქტების პრევენცია და მინიმუმამდე შემცირდეს სამუშაო ადგილზე გარდაცვალების არსებული სტატისტიკა ქვეყანაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In ახალი დამატებული

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *