euronews.ge -მ ექსკლუზიურად უკვე გააშუქა აქცია, რომელიც 8 თებერვალს, პარიზში, საქართველოს საელჩოს წინ, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ცნობილ ფრანგ ადვოკატებთან ერთად გამართა. აქციის თემა იყო: „ საქართველოს ხელისუფლებამ შეწყვიტოს ქართველი ადვოკატების დევნა“.

ზაზა ხატიაშვილმა აქციაზე მოითხოვა, ქართველ ადვოკატებთან მიმართებაში დაცული იყოს გაეროს კონვენციის პრინციპი და ქართველმა ადვოკატებმა საადვოკატო საქმიანობის განხორციელება დაშინების, ზეწოლის და არასათანადო მოპყრობის გარეშე შეძლონ. ზაზა ხატიაშვილმა და ფრანგმა ადვოკატებმა გააპროტესტეს 62 წლის ადვოკატის ნათელა გოდერიძის და მზევინარ კოსტავას დაუსაბუთებელი წინასწარი პატიმრობა და მოუწოდეს ხელისუფლებას ადვოკატების დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ წინასწარი პატიმრობიდან.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მზევინარ კოსტავა და ნათელა გოდერიძე არიან ხელისუფლების პირადი, პოლიტიკური პატიმრები და მოუწოდა ფრანგ კოლეგებს, მიმართონ საფრანგეთის პრეზიდენტს, რათა ჩაერთოს პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადვოკატების გათავისუფლებაში. ადვოკატებმა ერთობლივად მოითხოვეს ადვოკატების: გიორგი მდინარაძის, ალქსანდრე ფირცხალაიშვილის, მუხრან ღურწკაიას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე ეფექტური გამოძიება და დამნაშავე პოლიციელების დასჯა კანონის მთელი სიმკაცრით.

„გიორგი მდინარაძის წამება არის შავი ლაქა საქართველოს სამართალდამცავი სტურქტურების არსებობის ისტორიაში. 21-ე საუკუნეში, პოლიციის დაწესებულებაში, არასრულწოვანი 14 წლის მოქალაქის დასაცავად სახელმწიფოს მიერ გამოძახებული ადვოკატი, ხელბორკილებით დააბა და აწამო, ეს არის ქვეყნის სირცხვილი. საქართველოს პროკურატურამ არ დააკავა ის პირები, ვინც უკანონოდ  ბორკილები დაადო ადვოკატ გიორგი მდინარაძეს. პროკურატურის დანაშაულებრივი უმოქმედობის გამო, პოლიციელები დღესაც აგრძელებენ მუშაობას პოლიციაში. მამუკა მდინარაძის ინციდენტიდან რამოდენიმე კვირაში დააკავას მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი, მუხრან ღურწკაია ადმინისტრაციული წესით, რომელიც დაკავების მომენტში ახორციელებდა საადვოკატო საქმიანობას. დაახლოებით 6 თვიანი განხილვების შემდეგ, სასამართლომ უკანონოდ სცნო ადვოკატ მუხრან ღურწკაიას დაკავება. ადვოკატმა მიმართა სამართლებრივ პროცედურებს და მოითხოვა მისი უკანონოდ დაკავების ფაქტზე დამანაშავე პოლიციელების დასჯა.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს მიმაჩნია, რომ მუხრან ღურწკიას დაკავება, სავარაუდოდ, პირდაპირ კავშირშია გიორგი მდინარაძის წამებასთან, ვინაიდან მუხრან ღურწკაია ყველაზე მეტად აქტიურობდა გიორგი მდინარაძის წამების ფაქტზე და ითხოვდა მოძალადე პოლიციელების დასჯას. მურან ღურწკაია გიორგი მდინარაძის წამების ფაქტზე შეხვდა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, რამაც, სავარაუდოდ, გაანაწყენა ხელისუფლება. აქაც სახეზე გვაქვს პროკურატურის დანაშაულებრი უმოქმედობა.

2016 წლის 21 დეკემბერს პოლიციის თანამშრომლებმა სცემეს ადვოკატ ალექსანდრე ფირცხალაიშვილს, რომელიც მანქანით გადაადგილდებდა 8 თვის ფეხმძიმე მეუღლესთან ერთად. პროკურატურას, ნაცვლად იმისა, რომ პოლიცელებისთვის ბრალი წაეყენებინა ადვოკატის შეურაცხყოფის მიყენებისთვის, 2 თებერვალს ადვოკატს წაუყენეს ბრალი“ _ განაცხადა აქციაზე ზაზა ხატიაშვილმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი