,,იყიდება საქართველო?
მეთექვსმეტე საუკუნის ბოლოს, როდესაც ოსმალებმა დაიპყრეს სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ერთი ნაწილი, დეტალურად აღწერეს ყველაფერი, სად რამდენი სოფელი, რამდენი მცხოვრები, რამდენი სასოფლო-სამეურნეო სავარგული იყო. ამიერიდან მიწა დამპყრობლის საკუთრებად ცხადდებოდა,(იხ.”გურჯისტან ვილაიეთის დიდი დავთრის წიგნი”), თუ ვინმეს უნდოდა მიწით სარგებლობა, ოსმალთა ჯარში უნდა ჩაწერილიყო, მაგრამ მანამდე უნდა გამაჰმადიანებულიყო… ასე დავკარგეთ ისტორიული ტაო-კლარჯეთი.
მეცხრამეტე საუკუნის 60-70 წლებში რუსეთის იმპერიაში საგლეხო რეფორმის თანახმად გაუქმდა ბატონყმობა, ქართველმა თავად-აზნაურობამ მიიღო ფულადი კომპენსაცია, რომელიც რესტორნებში დაანიავა და დაიწყო მამა-პაპათა სისხლით მემკვიდროებით მიღებული მამულების ბანკში დაგირავება-გაყიდვა (ახლაც ბანკების ვალებში არიან გაჭირვებული ჩვენი თანამემამულენი,ვისაც არ აქვს, მას მესიჯებით, ტელერეკლამებით ეხვეწებიან ვალის აღებას).
ქართული მიწების გაყიდვის შესახებ მაშინდელ პრესაში (“ივერია”,’დროება”,”კვალი”) უამრავ განცხადებას წააწყდებით, გაყიდული მიწები გადადიოდა უცხოტომელთა ხელში…
ბოლშევიკებმა მიწა სახელმწიფო საკუთრებად გამოაცხადეს…
ახლა რა ხდება?
უცხოელებზე მიწის გაყიდვის დაკანონება უკიდურესად გაჭირვებულ ჩვენს თანამემამულეებს აიძულებს, გაყიდონ ის მცირე მიწა, რაც გააჩნიათ. ხოლო სახელმწიფოს ხელში არსებული სასოფლო- სამეურნეო სავარგულები, შეიძლება შეიძინონ მდიდარმა უცხოელებმა და მერე ვინ დაუშლის მათ, თავის საკუთრებაში არსებულ მიწებზე ჩამოასახლონ თავისი თანამემამულეები?
მილიონზე მეტი ქართველი გასულია უცხოეთში, ერთი ამდენი ოცნებობს გასვლაზე, პერსპექტივაში, საქართველო დარჩება მხოლოდ ისტორიულ რუკებზე და საცნობარო ლიტერატურაში…“ _  აცხადებს პროფესორი _ სერგო ვარდოსანიძე. 

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი