მიუხედავად იმისა, რომ შს სამინისტრომ გრანდიოზული კამპანია ჩაატარა ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ და კარგადაც გააპეარა საკუთარი “ნაშრომი”, ოჯახური ძალადობის ე.წ. სერიალი კვლავ გრძელდება.

რამდენიმე დღის წინ, თბილისში, ქმარმა ცოლი თოკით გაგუდა, დღეს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვანის რაიონის სოფელ ყუმურში, 19 წლის გოგომ, ურთიერთშელაპარაკებისას, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა საკუთარ ძმას და მიიმალა. დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა – 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობა,ს გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი