“საშინელებაა ის, რაც თავდაცვის სამინისტროში ხდება (საუბარია შემცირებებზე). გასაგებია ოპტიმიზაცია, მაგრამ კეთილი ინებონ,  საკუთარ კეთილდღეობაზე თქვან უარი და დასაქმებულ ხალხს თავი დაანებონ. ზოგადად მივესალმები ოპტიმიზაციას, მაგრამ მარტო ქვედა ფენებს არ უნდა შეეხოს კრიზისი. სამინისტროების ოპტიმიზაციას დაგვპირდა ხელისუფლება, მაგრამ ჯერ ესეც ვერ ვიხილეთ. მარტო ერთი – დიასპორების სამინისტრო გაუქმდა. სირცხვილია, დასაქმებას ჰპირდებოდნენ ხალხს, მაგრამ რეალურად, უმუშევართა რიცხვი იზრდება.
ერთადერთი, რასაც ხელისუფლებამ მიაღწია, უმუშევართა რიცხვის და ლარის კურსის ზრდაა.
სირცხვილია, სირცხვილი,” _ აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია -„ახალი თაობა – დემოკრატიული საქართველო“-ს ხელმძღვანელი, ნატალია ხოხიაშვილი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი