Home პოლიტიკა კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს ასეთი პრეცენდენტი_„ოცნებამ” ბანკ „ქართუს” სესხი დაუბრუნა

კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს ასეთი პრეცენდენტი_„ოცნებამ” ბანკ „ქართუს” სესხი დაუბრუნა

21 second read
0
18

“რა მაღალ ღირებულებეზე შეიძლება ამის შემდგომ საუბარი ივანიშვილთან? კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს ასეთი პრეცენდენტი, რომ  ქვეყნის ფაქტობრივი ლიდერი საკუთარი ბანკიდან, საკუთარ მმართველ პარტიას, წინასაარჩევნოდ აძლევდეს პროცენტიან, მილიონიან სესხს და როცა არჩევნების ურცხვი გაყალბებით კვლავ დარჩნენ ხელისუფლებაში, ეს ვალი დაიფარა სახელმწიფო ბიუჯეტიდან, სიღატაკისათვის განწირული ხალხის უკანასკნელი ლუკმა-პურიდან. აი ასე,მილიარდერმა საკუთარი პარტიის საარჩევნო კამპანიის ფულიც ჩვენ წაგვართვა, ეგეც ქართული ოცნება!” _ ასე ეხმაურება ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, „ქართულმა ოცნებამ” ბანკ „ქართუს” ნასესხები მილიონი ლარი დაუბრუნა. ამის შესახებ განაცხადეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში.

მმართველმა პარტიამ ბანკ „ქართუდან” სესხის სახით აღებული მილიონი ლარი დეკემბერში მას შემდეგ დაფარა, რაც ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, სახელმწიფოსგან საბიუჯეტო დაფინანსება მიიღო. პარტია “ქართულმა ოცნებამ” ბანკ “ქართუდან” წინასაარჩევნო კამპანიის ხარჯებისთვის მილიონი ლარის ოდენობის სესხი სექტემბერში აიღო. შესაბამისი ფინანსური დოკუმენტაციის მიხედვით, მისი დაფარვის ვადა 4 თვე, წლიური საპროცენტო განაკვეთი კი 11 % იყო. სესხის უზრუნველყოფად მითითებული იყო „საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 56-ე მუხლის პირველი ნაწილი, რაც თავის მხრივ იმ პარტიების მიერ მილიონ ლარამდე გაწეული ხარჯების სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებას გულისხმობს, რომელმაც საარჩევნო ბარიერი გადალახა.

 

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In პოლიტიკა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *