Home საზოგადოება როგორი იყო ლენინი ადვოკატის თანაშემწის ამპლუაში?

როგორი იყო ლენინი ადვოკატის თანაშემწის ამპლუაში?

21 second read
0
15

“ალბათ ცოტამ თუ იცის იმის შესახებ, რომ ვლადიმერ ულიანოვი (იგივე ავადსახსენებლი ლენინი), 1891-95 წლებში მუშაობდა ადვოკატის თანაშემწედ და დამოუკიდებლადაც აწარმოებდა სასამართლო საქმეებს. საინტერესოა ისიც, რომ საადვოკატო პრაქტიკის განმავლობაში, ცარიზმის პირობებში, მან გაამართლა 5 განსასჯელი, 8-ს შეუმსუბუქა სასჯელი და წარმატებით დაასრულა 2 სამოქალაქო საქმე. იგი ითვლებოდა ერთ-ერთ იმედისმომცემ ახალგაზრდა ადვოკატად, რომ არა მისი გადასახლება, რასაც ადვოკატურიდან გარიცხვა მოჰყვა.
აქედან გამომდინარე მორალი ასეთია: ადვოკატის თავისუფალ პროფესიაში ჩარევა, საქმიანობაში ხელშეშლა და ზეწოლა მძიმე შეცდომაა.
ამას რომ არ ჰქონოდა ადგილი, იქნებ რუსეთიც და მთელი მსოფლიოც გადარჩენილიყო ბოლშევიკური ტერორისაგან !” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი, დავით ასათიანი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In საზოგადოება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *