Home ახალი დამატებული ირმა ინაშვილი: მე ასეთი ხელისუფლება არ მინდა

ირმა ინაშვილი: მე ასეთი ხელისუფლება არ მინდა

20 second read
0
42

“2012 წლის სექტემბერში ჩემთვის რომ ის ეთქვათ, რასაც ახლა პოლიტიკურ ველზე ვხედავ, ვიტყოდი, რომ ესაა ყველაზე აბსურდული, ყველაზე გიჟური პროგნოზი. და, აი, გულწრფელი აღმაფრენიდან, თავისუფლების მოპოვების განცდიდან 4 წლის შემდეგ… სრულ საგიჟეთში მოვხვდით.

ეს არაა პოლიტიკა. და ვინც ამას აკეთებს, მას წარმოდგენა არა აქვს, როგორ აფურთხებს სულში ქართველ კაცს. კიდევ ვამბობ: ცუდად დამთავრდება ეს უზნეო თამაშები და პრიმიტიული კომბინაციები “ქართული ოცნებისთვის.” ქუდზე კაცი გარეთ გამოვალთ! როცა ქვეყანაში არაკაცობის, უზნეობის, დაუსჯელობის, დამნაშავეების გათეთრების პროცესს ხელისუფლება ახალისებს, მე ასეთი ხელისუფლება არ მინდა. ის ჩემი ქვეყნისთვის სიკეთისმომტანი ხელისუფლება არაა. ის “ფილოსოფოსები” ნუ გამომეხმაურებით, ვინც პოზიტივს და ხელისუფლების “ბუმბერაზობას” ხედავს ბოკერია- უგულავას დაწინაურებაში”, _ აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ირმა ინაშვილი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In ახალი დამატებული

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *