პოლიტიკა

ICDI უწყებათაშორის კომისიას საჯარო მოხელეების საარჩევნო აგიტაციის  საკითხებში ინფორმირებისკენ მოუწოდებს

   საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი 28 ოქტომბერია და პრეზიდენტის განკარგულების თანახმად ჩვენს ქვეყანაში საარჩევნო პერიოდი დაიწყო. ამ ეტაპზე, პრეზიდენტობის კანდიდატების წარდგენის მიზნით, პარტიებისა და ამომრჩეველთა 5-კაციანი საინიციატივო ჯგუფები ცესკოს განცხადებებით მიმართავენ. არჩევნების დღის დადგენისთანავე იწყება, საინიციატივო ჯგუფებისათვის რეგისტრაციაში გატარებისა და საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატების მხარდამჭერი ხელმოწერების შეგროვების პროცედურაც.  ეს აქტივობები იმ ღონისძიებათა ერთობლიობაა, რომელიც ემსახურება პრეზიდენტობის კანდიდატების არჩევნებში მონაწილეობასა და გამარჯვების მიზნებს, ანუ წინასაარჩევნო კამპანიას. პროცესი ქვეყანაში არჩევნების დანიშვნის დღიდან დაიწყო, რაც საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-2 მუხლის „ჰ“ პუნქტის თანახმად წინასაარჩევნო კამპანიას წარმოადგენს.

მართალია, ამავე კოდექსის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია, რომ წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) იწყება არჩევნებამდე 60 დღით ადრე, ანუ 2018 წლის 29 აგვიტოდან, მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ნორმა ადგენს გარკვეულ ვალდებულებებს და პასუხისმგებლობებსაც, თუმცა არჩევნების დანიშვნიდან 2018 წლის 1 აგვისტოდან (არაუგვიანეს 88 დღე) 29 აგვისტომდე (არაუგვენეს 60-ე დღისა) პერიოდში, ვინაიდან ტარდება საარჩევნო კამპანიის უმნიშვნელოვანესი აქტივობები, მიზანშეწონილია უწყებათაშორისმა კომისიამ გამოსცეს რეკომენდაცია აღნიშნულ პერიოდში, ყველა საჯარო მოხელის მიმართ, რომ აქტივობებში მიიღონ მონაწილეობა  მხოლოდ საარჩევნო კოდექსის დადგენილი წესების მკაცრი დაცვით.

ამასთანავე, ზემოაღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ შესაბამისი რეკომენდაცია უნდა გაიცეს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიმართ, რომ ამ პერიოდში ხელი შეუწყონ მაუწყებლებს, სავალდებულო პერიოდის დადგომამდე, მათთვის სატელევიზიო, წინასაარჩევნო, რეკლამების განთავსებაში. მაუწყებლებსაც თავის მხრივ, მიეცეთ საშუალება და არ შეეზღუდოთ უფლება საკუთარი ინიციატივით საარჩევნო რეკლამების განთავსებაში კანონმდებლობის შესაბამისი მოთხოვნების დაცვის გათვალისწინებით.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close