Home საზოგადოება SOS! 6 ათასამდე მგზავრი ვერ ახერხებს დანიშნულების ადგილამდე ჩაფრენას

SOS! 6 ათასამდე მგზავრი ვერ ახერხებს დანიშნულების ადგილამდე ჩაფრენას

22 second read
0
20

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში შეჩერებული თბილისი-სტამბოლის რეისების გამო – “ატლასგლობალი” განცხადებას ავრცელებს. ის მოუწოდებს საზოგადოებას, თავი შეიკავონ ან რამდენიმე დღით გადადონ ფრენა. “ატლასგლობალი” ფრენებს სტამბოლის მიმართულებით ამ დრომდე ვერ ახორციელებს. 600-ზე მეტი რეისი გადაიდო სტამბოლის ორივე დიდ აეროპორტში დიდთოვლობისა და ქარბუქის გამო. 6 ათასამდე მგზავრი ამ დრომდე ვერ ახერხებს დანიშნულების ადგილამდე ჩაფრენას. ისინი დროებით სასტუმროებში არიან განაწილებულნი. უამინდობაა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაშიც. დიდთოვლობისა და ყინვის გამო სატრანსპორტო მიმოსვლა პარალიზებულია რუმინეთსა და საბერძნეთში. რუმინეთში ტემპერატურამ -29 გრადუსს მიაღწია. ცივი ზამთარია იტალიასა და გერმანიაში. კვირის განმავლობაში იტალიის მასშტაბით ყინვას 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In საზოგადოება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *