გული ყველაზე მგრძნობიარე ორგანო რომაა, ამაში დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით. არა აქვს მნიშვნელობა ის ადამიანის გული იქნება, თუ ცხოველის… გული ერთნაირად სტკივა ძაღლსაც და ადამიანსაც. ლაიკის მეტისის ფიფქის გულმა ვერ გაუძლო პატრონის მონატრებას. პატრონის, რომელმაც უღალატა და მიატოვა. ერთთვიანი ლოდინის შემდეგ დღეს დილით შეწყვიტა ფეთქვა ფიფქის გულმა… ვეღარ გაუძლო მასზე ფიქრს.

ყოველი დილა პატრონზე ფიქრით იწყებოდა. მოყვანისთანავე მოიწყინა. ახალი პატრონიც არ გამოუჩნდა. ალბათ, მეტისი რომ იყო იმიტომ. სიკვდილის მიზეზის დასადგენად ვეტერინარმა გვამი გაკვეთა. გული შუაზე გადახსნილი დახვდა. ადამიანებო, ნუ ატკენთ გულს თქვენს ოთხფეხა მეგობრებს. მათი თავშესაფარში ჩაბარების შემდეგ თქვენ ჩვეულ რეჟიმში აგრძელებთ ცხოვრებას, ისინი კი თქვენზე ფიქრში ათენებენ და აღამებენ. თქვენზე ოცნებობენ. თქვენზე დარდით გულები უსკდებათ! დაუფასეთ ძაღლებს ერთგულება!

წყარო: თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი