“აი, შენ კიდევ რომ დააბრუნო ემიგრანტთა დაბრუნებამდე ბიუჯეტიდან მოპარული 7 მილიონი დოლარი,ე.წ თურქული კრედის ფორმატით აწაპნილი, ეს უამრავ უცხოეთიდან გამოგზავნილი ფულის მომლოდინე ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს”, _ პასუხობს ლეიბორისტული პარტიის ხელმძღვანელი,შალვა ნათელაშვილი ბიზნესმენ თემურ ჭყონიას, რომლის თქმითაც, ქართველი ემიგრანტები საქართველოში რომ დაბრუნდნენ, სახლები აიშენონ და საბანკო ანგარიშები გახსნან, ქვეყანა ერთ წელიწადში გამდიდრდება.

ჟურნალისტის კითხვაზე, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა რამდენად გამოიწვევს საქართველოდან ადამიანური რესურსის გადინებას, ჭყონია აცხადებს, რომ მთავარია, ამ ადამიანებმა ცოდნა მიიღონ და სულაც არ არის აუცილებელი, რომ მათ მომვლელებად იმუშაონ. ამავდროულად, მისი შეფასებით, საზღვარგარეთ უამრავი ქართველი მილიონერია, რომელთაც საქართველო საერთოდ არ უყვართ.

,,ამასაც აქვს მეორე მხარე, ადამიანები წავლენ უცხოეთში, თავიანთ ოჯახს კი აქ ფულს გადმოურიცხავენ. მთავარია, ამ ადამიანებმა ცოდნა მიიღონ, სულაც არ არის აუცილებელი მომვლელებად იმუშაონ. სხვათა შორის, საზღვარგარეთ უამრავი ქართველი მილიონერია, მაგრამ საკუთარი ქვეყანა არ უყვართ. ყველა მათგანი სამშობლოში რომ დაბრუნდეს, სახლები აიშენოს და საბანკო ანგარიშები გახსნას, ქვეყანა ერთ წელიწადში გამდიდრდება. 80 წელი რომ შეუსრულდებათ, ანდერძს ტოვებენ, საქართველოში დამასაფლავეთო… საქართველო სასაფლაო კი არაა, მოვლა სჭირდება და ეს ყველამ უნდა გააცნობიეროს. ბევრჯერ მინახავს, ქართველი ემიგრანტები “სუხიშვილების” კონცერტებზე ტირიან. რა გატირებს, ოჯახაშენებულო, ჩამოდი და ან ბიზნესი დაიწყე, ან განათლებას მიხედე, რაღაც ელემენტარული საქმე მაინც გააკეთე. ვიზალიბერალიზაცია, ვფიქრობ, ამ პროცესს ხელს შეუწყობს”, – აცხადებს თემურ ჭყონია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი