Home ახალი დამატებული შალვა ნათელაშვილი: მოღალატეობრივი ბიზნესოპერაციის სათავეში კახი კალაძე არ დგას

შალვა ნათელაშვილი: მოღალატეობრივი ბიზნესოპერაციის სათავეში კახი კალაძე არ დგას

20 second read
0
18

“არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა, ზუსტად გია ხუხაშვილზეა ნათქვამი, რომელმაც დღევანდელ ეგრეთწოდებულ მორიგ ანალიზში გამორიცხა ბიძინა ივანიშვილის, პირადი ბიზნეს დაინტერესება ამიერკავკასიის მაგისტრალური გაზსადენის კრემლისთვის, ფაქტობრივ დათმობაში და უფრო მეტიც, სულელები უწოდა ამ აზრის მატარებლებს.

ო, რა ტკბილია მილიარდელის ძუძუებიდან ნაწოვი დოლარებით დამტკბარი, მწვანე რძის გემო. მიუხედავად იმისა, რომ ეს ვაიექსპერტი წიხლისკვრით გამოაგდეს სოლოლაკის სასახლიდან, რადგან მეტისმეტი მოუვიდა მილიონების კეთება, იგი მაინც არ იშლის ოლიგარქის ადვოკატობას. თორემ აბა რომელი, თუნდაც სინდისგარეცხილი, ან მთლად უტვინო მოექსპერტო ელემენტი დედამიწის ზურგზე დაიწყებს იმის მტკიცებას, რომ გაზპრომის მეწილე და აქციონერ ბიძინა ივანიშვილს, თავი რომ დავანებოთ მოსკოვის პოლიტექსპანსიას, არ უნდა საკუთარი ბიზნესკორპორაციის გაძლიერება და ამით ასეულ მილიონობით დოლარზე ხელის გამოკვრა. ჭეშმარიტება ამ ტრაგედიის ერთია. აღნიშნული მოღალატეობრივი ბიზნესოპერაციის სათავეში დგას არა კახი კალაძე, რომელიც ამჯერად ძირითადად კურიერია, არამედ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც გარდა პირადი მილიონების დამატებით მოხვეჭისა, ასრულებს კრემლის დავალებას, დააკარგინოს სტრატეგიულ გაზის მაგისტრალზე ჩვენს სამშობლოს სუვერენიტეტი, შეაერთოს ირან-რუსეთის ენერგოიმპერიები ერთ მუშტად, ევროპის დასატერორებლად და ამ თამაშში ზვარაკივით გაჭყლიტოს საქართველო”,_ აცხადებს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე – შალვა ნათელაშვილი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In ახალი დამატებული

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *