საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ხელმძღვანელი, შალვა ნათელაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორს, მაიკლ პომპეოს მიმართავს:

„ძვირფასო მეგობარო, გილოცავთ ესოდენ საპასუხისმგებლო პოსტზე დამტკიცებას. აშშ-ს ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს, რომლის ხელმძღვანელიც დღეიდან თქვენ იქნებით, აკისრია უდიდესი როლი მთელ მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების განსამტკიცებლად. თქვენი ნიჭი და უდიდესი პოლიტიკური გამოცდილება იქნება გადამწყვეტი სტიმული, ამ საკვანძო ინსტიტუტის კიდევ უფრო გაძლიერების და რეფორმირებისათვის. მე დიდი სიამოვნებით ვიხსენებ ჩვენს შეხვედრას თქვენი კონგრესმენობის დროს ვაშინგტონში. მოხარული ვარ, რომ თქვენ შესანიშნავად იცნობთ იმ პრობლემებს, რაც დგას საქართველოსა და მთლიანად ჩვენი ფეთქებადსაშიში რეგიონის წინაშე. დარწმუნებული ვარ საქართველოს სატკივარი,ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია, დემოკრატიის განვითარება, იქნება თქვენი სისტემატური ყურადღების საგანი.

შ. ნათელაშვილი“

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი