ვრცელდება ინფორმაცია, რომ საბურთალოს ქუჩაზე პოლიციის თანამშრომელი დაჭრეს. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
დაჭრილი პოლიციელი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და ოპერაცია უტარდება. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შსს-ში კომენტარს არ აკეთებენ.

როგორც ცნობილია, დღეს, ასვე საბურთალოზე, ბალანჩივაძის ქუჩაზე საქართველოს პრეზიდენტის სიძეც დაჭრეს. ისიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს და როგორც აცხადებენ, ამ წუთებში მას ოპერაცია უტარდება.

ფაქტი ერთია, ქვეყანაში დანაშაული “თავს კარგად გრძნობს”.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი