Home ახალი დამატებული “ქვეყანაში გაჭირვებაა _ჩემთვის ამ ადამიანების დაკოჟრილ–დახეთქილი ხელებია საზომი”

“ქვეყანაში გაჭირვებაა _ჩემთვის ამ ადამიანების დაკოჟრილ–დახეთქილი ხელებია საზომი”

19 second read
0
19

“ჩემთვის იცით რა არის იმის საზომი, თუ რა ხდება რეალურად ქვეყანაში? მეტროთი ხშირად დავდივარ და ღამის 11–12 საათზე მიწისქვეშა გადასასვლელებში მოხუცები რომ დგანან, ძირს ცელოფნის პარკები რომ აქვთ გაფენილი და ზედ დაწყობილ ორ კონა ქინძს, რამდენიმე კილო სტაფილოს, ორიოდე წყვილ ნასკს და ერთჯერად ხელსახოცებს რომ ყიდიან! ლამის, ყოველდღე რომ ვხედავ, მარშუტკაში როგორ ამოდიან 70–წელს გადაცილებული მოხუცები, ძირითადად, ქალები და სამ–სამ დიიდ, ნახევრადმეშოკ ჩანთებში ჩაწყობილ ვაშლს და მანდარინს რომ დაატარებენ ბაზრობიდან ბაზრობაზე, გასაყიდად! ჩემს უბანში რომ ახლახანს ქუჩაში ფეხზე მდგომი ასევე ასაკოვანი ქალბატონი რამდენიმე კონა ყვავილს ყიდის ამ ყინვაში, თითოს ერთ ლარად – აი, ეს არის იმის საზომი, რაც ხდება დღეს რეალურად!

ჩემთვის ამ ადამიანების გაუხეშებული, დაკოჟრილ–დახეთქილი ხელებია საზომი იმის, რომ ქვეყანაში კეთილდღეობა კი არა, გაჭირვებაა! უბრალო გრიპისა და გაციების სამკურნალოდ ექიმის მიერ გამოწერილი წამლების ფასი რომ ჯამში 98 ლარს შეადგენს – აი, ესაა რეალობა და არა მთავრობის წევრების სიტყვები – ნუ ნერვიულობთ, ყველაფერი კარგად არის და იქნებაო! ქვეყანაში ყველაფერი კარგად არ არის – ქვეყანაში ხალხი 100–100 გრამობით შაქრის ყიდვაზე გადადის უკვე!!!” _ აცხადებს ჟურნალისტი _ნინო ლაბარტყავა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In ახალი დამატებული

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *