Home ახალი დამატებული ტრილოგია -,,ნათელი ქრისტესი“ 16 წელი იქმნებოდა

ტრილოგია -,,ნათელი ქრისტესი“ 16 წელი იქმნებოდა

23 second read
0
20

2016 წლის 15 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის პროფესორ ნესტან კირთაძის რედაქტორობით გამოცემული ტრილოგიის- “ნათელი ქრისტესი” მესამე ტომის პრეზენტაცია. ეს სამტომეული არის სამაგიდო წიგნები ყველა იმ ადამიანისათვის,ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესიის ისტორია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მამამთავრობის 39 წლოვანი ხანა.

   ტრილოგია იქმნებოდა 16 წლის მანძილზე. მის შექმნაში მონაწილეობდნენ ცნობილი ისტორიკოსები, ფილოლოგები, ხელოვნებათმცოდნეები, საეკლესიო ისტორიკოსები, თეოლოგები.პრეზენტაციას დაესწრნენ: უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, მიტროპოლიტები გერასიმე, სერაფიმე, ანდრია, საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრი – მიხეილ გიორგაძე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე, უმაღლესი სასწავლებლების რექტორები, მეცნიერების, კულტურის მოღვაწენი.
პრეზენტაციას უძღვებოდა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე. ტრილოგიის ღირსებებზე ისაუბრეს: საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ,საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ, საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ,წიგნის რედაქტორმა და შემდგენელმა პროფესორმა ნესტან კირთაძემ.
უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მადლობა მოახსენა ტრილოგიის შემდგენლებს, განსაკუთრებით გამოყო წიგნის რედაქტორის, პროფესორ ნესტან კირთაძის როლი, წარმატება უსურვა ყველას და მიულოცა მომავალი დიდი საეკლესიო დღესასწაულები.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In ახალი დამატებული

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *