Home საზოგადოება სირცხვილით ლამის მიწა გამისკდეს! _ სულა სულაშვილი “გრეჩიხას” მიმართავს

სირცხვილით ლამის მიწა გამისკდეს! _ სულა სულაშვილი “გრეჩიხას” მიმართავს

20 second read
0
17

გვარამია-გაჩეჩილაძის ინციდენტს  საფრანგეთში მცხოვრები სულა სულაშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს:

 „არაა ჩვენი საშველი!!!… ქალბატონების კომენტარებს ვკითხულობ, თუ რაოდენ კმაყოფილები არიან გვარამიას ცემით და სირცხვილით ლამის მიწა გამისკდეს…
თქვენ ხართ დედები?! თქვენ ზრდით მამულიშვილებს?!
ცეცხლსაც მისცემია ასეთი მამული თავის შვილებიანად!!!
თქვენი კდემამოსილების მანდილი დახია ჟირინოვსკიმ!!!” 

შემდეგი პოსტი კი ასეთია:

“მშობელ ძაღლი ვიყო, თუ რამეს ვამატებდე. სოფელში ბიძაჩემს ლეკვი აჩუქეს. მთელი ზაფხული მასთან თამაშში გავატარე… მეორე ზაფხულს “მუხრანა“ ეზოში რომ ვერ დავლანდე, გაკვირვებულმა ვკითხე:
– ბიძი, სად არის ძაღლი?
– ანზორს კაბალის ხევზე გავაშვებინე, უზნეო გამოდგა ძაანა…
– რათა კაცო?
– ზურგიდან მიპარვა ისწავლა იმ წყეულმა და მაგის გამო სოფელს, როგორ დავიმდურებდი?

ასეთი, შვილის კი არა, ძაღლის ყოლაც კი ესირცხვილებოდა პატიოსან კაცს…
ასე იყო და არის ეს, გრეჩიხ! ასე!!“

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In საზოგადოება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *