Home საზოგადოება „საქართველოს პრეზიდენტის კომპეტენციის შემცირება დაუშვებელია“

„საქართველოს პრეზიდენტის კომპეტენციის შემცირება დაუშვებელია“

19 second read
0
35

საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარის, უფლებადამცველის, გიორგი თევზაძის განცხადებით, კონსტიტუციით, საქართველოს პრეზიდენტის კომპეტენციის შემცირება დაუშვენებელია და ეწინააღმდეგება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ინტერესებს.

„საქართველველოს საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის პროცესში მედია–საშუალებებით გაჟღერდა ინფორმაცია ქვეყნის სახელისუფლო მოწყობის არსებითი ცვლილებისა და გამოკვეთილი საპარლამენტო მოწყობის პრინციპებზე გადასვლის თაობაზე. სამწუხაროდ, ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც საკონსტიტუციო უმრავლესობით მოქმედი პოლიტიკური გუნდი ცდილობს, სუბიექტური მიდგომებით შეცვალოს ძირითადი იურიდიული დოკუმენტი – საქართველოს კონსტიტუცია, ისე რომ არ ითვალისწინებს ქვეყნის საშინაო და საგარეო გამოწვევებს, შიდა პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებას, ქვეყნის სტრატეგიულ საჭიროებებს. არაერთი გამოკვეთილი ფაქტორის გათვალისწინებით, კატეგორიულად დაუშვებელია საქართველოს პრეზიდენტის კომპეტენციის რაიმე ფორმით შეკვეცა და შეზღუდვა ქვეყნის განვითარების მოცემულ ეტაპზე. ასეთი ცვლილება ჩვენი და არაერთი სპეციალისტის მოსაზრებით, არსებითად შეაფერხებს ქვეყნის გამოწვევების, განსაკუთრებით, გარე ფაქტორების მიმართ არსებული გამოწვეების ქვეყნის ადექვატურ რეაგირებებს და შესაძლებელია, საზოგადოებისა და ქვეყნის უსაფრთხოების თვალსაზრისით რეალური საფრთხეების შექმნაც კი გამოიწვიოს. აშკარაა, რომ ქვეყანა განვითარების მოცემულ ეტაპზე მზად არ არის მსგავსი ცვლილებებისთვის.

საქართველოს შერეული საპარლამენტო მოდელი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სახელისუფლებო შტოების ბალანსის პროცესში. მოქმედი პრეზიდენტის საქმიანობა მნიშვნელოვანია ამ თვალსაზრისითაც. სავარაუდო ცვლილებები, რომელზეც მიდის დისკუსია საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში, გამოიწვევს აღნიშნული ბალანსის დარღვევას. გამოკვეთილი საპარლამენტო მოდელი მოქმედებს მხოლოდ მაღალი დემოკრატიული ღირებულებების მქონე განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებში, სადაც საზოგადოება და ხელისუფლება მენტალურადაც მზად არის, ასეთი მოდელის პირობებში ცხოვრებისთვის. ვიმედოვნებთ, რომ საკონსტიტუციო კომისიის წევრები გააცნობიერებენ მაღალ პასუხისმგებლობას ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე, გაანალიზებენ ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს და რისკებს, ასევე უცხოეთის ქვეყნების გამოცდილებას და მიიღებენ ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს და დასაბუთებულ გადაწყვეტილებებს“, – აღნიშნულია ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარის, უფლებადამცველის, გიორგი თევზაძის განცხადებაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In საზოგადოება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *