დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა ოზურგეთის მერის, ბეგლარ სიორიძისა და ოზურგეთის საკრებულოს წევრის ლეიბორისტული პარტიიდან- ნათია შარაშენიძის სასამართლო პროცესი. „ევრონიუსი“ მოგებულ მხარეს, ნათია შარაშენიძეს ესაუბრა:

_ კორუმპირებულმა, აგრესიულმა, შეურაცხმყოფელი სიტყვებით და სიძულვილის ენით მოსაუბრე ქალაქ ოზურგეთის მერმა – ბეგლარ სიორიძე, პატივისა და ღირსების შელახვისთვის სასამართლოში მიჩივლა. საქმე ეხებოდა ჩემს მიერ ერთ-ერთ გადაცემაში გაკეთებულ განცხადებას, მერის მიერ საწვავის ხარჯვასთან დაკავშირებით. მე განვაცხადე, რომ მერმა დახარჯა 27 ათასი საწვავი. ის ამბობს, რომ ამდენი არ მოუხმარია და მხოლოდ 11 ათასი მოიხმარა. საქმე იმაშია, რომ ეს ციფრი ჰაერიდან არ მომიტანია და ოფიციალური, გამოთხოვილი დოკუმენტაციიდან ვიცი. მან გასცა ბენზინის ტალონები თითქმის ყველა სამმართველოს უფროსზე და ტალონებით გაცემული ბენზინი გამოვიდა 27 ათასი ტონა. ცხადია, თავად იყო პასუხიმგებელი ბენზინის განაწილებაზე და ამიტომაც ვთქვი, სიორიძემ მოიხმარა მეთქი.

ოზურგეთი არის ძალიან პატარა ქალაქია და ფეხითაც შეიძლება გადაადგილება. მანქანით კი 5 წუთში შეგიძლია ქალაქის ცენტრიდან გახვიდე ბოლოში. აქედან გამომდინარე, ამ რაოდენობის საწვავი სამსახურების უფროსებს ნამდვილად არა სჭირდებათ.

სასამართლო სხდომა დღეს გაიმართა, მაგრამ მოსარჩელე მხარე სასამართლოზე არ გამოცხადდა, რის გამოც სასამართლომ მოსარჩელის სარჩელი არ დააკმაყოფილა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი