Home ახალი დამატებული „მოსახლეობის მთავარ პრობლემას წარმოადგენს მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა“

„მოსახლეობის მთავარ პრობლემას წარმოადგენს მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა“

20 second read
0
17

საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების აღმასრულებელ მდივანი – არჩილ მორჩილაძე აცხადებს, რომ მოსახლეობის მთავარ პრობლემას წარმოადგენს ედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა. მისი თქმით, ნახევარი მილიონი ადამიანია დაზღვეული კერძო სადაზღვევო სქემით, მათ შორის თითქმის მესამედი-სახელმწიფო ხარჯებით. ანუ სახელმწიფოს უკვე წლებია ჩართული ჰყავს  სადაზღვევო კომპანიები ამ პროცესში. ამიტომ სადაზღვევო კომპანიებმა მხოლოდ ფინანსური მოტივით(თუნდაც სახელმწიფოსგან მიღებული სახსრების არასწორად განკარგვის გამო)  კი არ უნდა აკონტროლონ  დანიშნულება,  არამედ მათ უნდა იზრუნონ მოქალაქეებზე მიწოდებული სამედიცინო დახმარების  ხარისხზეც! მათ შორის მედიკამენტების გამოწერის შესაბამისობაზე დიაგნოზებთან. სადაზღვევო კომპანიები დღეს ოჯახის ექიმების მეშვეობით ცდილობენ ამ საკითხის დარეგულირებას, თუმცა ეს საკმარისი არ არისო.

„იმ შემთხვევაში თუ პაციენტი(დაზღვეული) ისარგებლებს ე.წ. თავისუფალი სქემით და თავად შეიძენს ნებისმიერი ექიმ-სპეციალისტის მიერ გამოწერილ მედიკამენტებს, სადაზღვევო კომპანიამ, სასარჩელო განაცხადის შესწავლისას უნდა იხელმძღვანელოს მოქმედი საერთაშორისო და ეროვნული პროტოკოლებით და თუ გამოიკვეთება, რომ გამოწერილი მედიკამენტები არ შეესაბამება სამედიცინო დოკუმენტაციაში გამოტანილ დიაგნოზს, ასეთი შემთხვევები აუცილებლად უნდა მიაწოდოს განსახილველად  სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს,რათა სააგენტოს მიერ მოხდეს შემთხვევის შესწავლა და არასწორი მკურნალობის გამოკვეთის შემთხვევაში მოახდინოს კანონმდებლობით დადგენილი რეაგირება.

ეს იქნება ეფექტიანი პრევენციული ღონისძიება იმისთვის, რომ ასეთი შემთხვევები მინიმუმამდე შემცირდეს, რაც ბუნებრივია მოემსახურება სამედიცინო დახმარების ხარისხი გაუმჯობესებას“ _ აცხადებს არჩილ მორჩილაძე.

წყარო: ჯანდაცვის პორტალი

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In ახალი დამატებული

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *