გიორგი თევზაძე, უფლებადამცველი, ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარე:
 _ როდელსაც საქართველოს 22% ოკუპირებული აქვს რუსეთს და დღემდე აგრძელებს აგრესიულ პოლიტიკას ქართველი ხალხისა და საქართველოსთან მიმართებაში, ჩვენი ხელისუფლება ნებისმიერ კაპრიზს უსრულებს მას. ჯერ იყო გაზპრომთან გაფორმებული კაბალური და საქართველოს ინტერესებისათვის შუსაბამო ხელშეკრულება, რომელიც რიგით მოქალაქეებს დააზარალეს მხოლოდ.
    ამასთანავე, რუსეთის ინტერესებში შედის მისი სტრატეგიული, პარტნიორი სახელმწიფოდან, სომხეთიდან რუსეთზე გასასვლელი გზის არსებობა, რომელიც გაივლის რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამასთანავე, მათი ინტერესია, ოკუპირებულ აფხაზეთზე გაიაროს სარკინიგზო გზამ.
 როგორი იქნება ოკუპანტი რუსეთის შემდგომი კაპრიზი, რომლსაც, ალბათ, საქართველოს ხელისუფლება თუ ხელისუფალი უსიტყვოდ შეასრულებს? საინტერესოა, კიდევ რის დათმობას აპირებს საქართველოს ხელისუფლება რუსეთისათვის? და რატომ აკეთებს ამას, როდესაც  მას აქვს საქართველოს 22% ოკუპირებული და დღემდე აგრძელებს აგრესიულ პოლიტიკას ქართველი ხალხისა და საქართველოს წინააღმდეგ? 

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი