“ეს არის 2016 წლის საკრებულოს ხელფას-დანამატების და სამივლინეო ხარჯების სურათი! აი თქვენი ოპტიმიზაცია!” _ აცხადებს ლადო სადღობელაშვილი ევრონიუსთან საუბარში და ე.წ. ოპტიმიზაციის საკითხს თვალნათელს ხდის.

ლადო სადღობელაშვილი:  
_ მას შემდეგ რაც პარლამენტმა ახალი ბიუჯეტი დაამტკიცა, მე პირადად მეტად გამაღიზიანებლად ჩამესმის ფრაზა : „10%-ნი ოპტიმიზაცია “. საინტერესო ისაა, რომ ოპტიმიზაციის საკითხი მერიისთვის, საკრებულოსთვის და გამგეობებისთვის პირდაპირი გაგებით იქნა აღქმული. 2017 წელი დაიწყო უამრავი ადამიანის სამსახურებიდან გაშვებით ისე, რომ არც კი ინტერესდებიან მათი სამომავლო ბედ-იღბალით, როგორ და სად დასაქმედებიან ესა თუ ის პიროვნებები.
ყოველივე ამის მერე გამიჩნდა ინტერესი საკრებულოს დეპუტაციის ანაზღაურების შესახებ, დავინტერესდი და ოფიციალურად მოვიძიე მათი ხელფასები, პრემიები, დანამატები და სამივლინეო ხარჯები. თქვენ წარმოიდგინეთ სავალალო ფაქტები აღმოვაჩინე.

ასე მაგალითად, იცოდით რომ ბ-ნ ალიბეგაშვილს, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს, პარლამენტის თავმჯდომარეზე დიდი ხელფასი აქვს? მისი დანამატი კი ზოგიერთი მინისტრის ხელფასის ტოლია! მისი სამივლინეო ხარჯები ისეთი დიდია, რომ უტოლდება მისივე ხელფასს დამატებული დანამატი… მისი სამივლინებო პერიოდი კი წელიწადში 2016 წლის მონაცემებით, თითქმის 2.5 თვეა, ანუ ადამიანი მივლინებებში (რეალურად არაფერში) ატარებს 2,5 თვეს!!! ისეც არ მინდა გამომივიდეს, რომ მხოლოდ თავმჯდომარეზე მაქვს საუბარი. მისი მოადგილეები და ზოგადად საკრებულოს წევრები, როგორც ირკვევა ბიუჯეტის სერიოზული მატლები არიან და ჩვენს ხარჯზე საკუთარ ჭიას ახარებენ!
– ყოველივე ზემოთ ხსენებულს როდესაც ვამბობ, მინდა იცოდეთ, რომ 2016 წლის საკრებულოს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ვიძახი. (იხილეთ ფოტო მასალა)

.


მარტივი არითმეტიკით შევეცადე გამეკეთებინა მცირედი ანალიზი და დავადგინე, რომ:
ბ-ნ გიორგი ალიბეგაშვილს ყოველთვიურად აქვს 3540 ლარი ხელფასი. ამას დამატებული დაუბეგრავი 60% დანამატი, რაც 2120 ლარს უტოლდება, ანუ თვეში მას სარგო გამოსდის თითქმის 5000 ლარამდე, რაც წელიწადში არის 60 000 ლარი. ამას დამატებული მაგალითად 2016 წლის სამივლინეო ხარჯები – 24 000 ლარი, ხოლო ის პერიოდი, რაც მან საზღვარ გარეთ დაჰყო არის 67 დღე (ამას დამატებული 4 კვირა შვებულება).
ამავე მონაცემებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ თბილისის საკრებულოს წევრებს მთელი მსოფლიო აქვთ შემოვლილი ბიუჯეტის ხარჯზე. ასე მაგალითად, მინდა ვკითხო ახლა უკვე საქართველოს პარლამენტის წევრს, ქ-ბ ნინო გოგუაძეს, ერთი თვე საახალწლო პერიოდი რას აკეთებდით ნიუ იორკში 9 881 ლარი სამივლინებო ხარჯით? ან სტრასბურგში ერთი კვირა 2016 წლის აპრილში 4 240 ლარი სამივლინეო ხარჯით? ან აშშ-შ კლივლენდში რა გააკეთა ასეთი თბილისის საკრებულოს წევრმა, რომლითაც ჩვენს ქალაქს გამოადგა?
ან კიდევ ბ-ნ გიორგი მუსხელიშვილს რა უნდოდა ჩინეთში, ქ გუანჯოუში ერთი კვირით, 7 217 ლარი სამივლინებო დანახარჯი რომ აქვს? ან ნიუ იორკში 15 დღეში 9200 ლარი სამივლინეო ხარჯით?
თქვენ ხართ ბიუჯეტის მატლები და ვირთხები, რომლებიც ასე ურცხვად ანიავებთ ჩვენს ბიუჯეტს თქვენს “გულავში” და დროის ტარებაში!!!
ერთ-ერთმა დელეგაციამ ესპანეთი დაათვალიერა, მეორემ – გერმანია, მესამემ კიდევ სხვა!!! თქვენ რატომ უნდა იყოთ თბილისის საკრებულოს წევრები? თქვენ ხართ თბილისის და საქართველოს მტრები!!!
ზაზა კოლელიშვილმა რა ქნა ასეთი კორეაში 6 დღეში, რომ 5000 ლარი წაიღო და წავიდა?
სირცხვილი თქვენ ყველას!!! ბედავთ და ოპტიმიზაციაზე საუბრობთ? ოპტიმიზაცია იქნება თუ ამ ხარჯებს მოიკლებთ, ერთ ადგილს თბილისში დააყენებთ და საქმეს მიხედავთ!
მხოლოდ 2016 წელს სამივლინეო ხარჯებზე გაწერილია თითქმის 250 000 ლარი… ხაზს ვუსვამ, ეს არის სამივლინეო ხარჯები!!! უსინდისოები ხართ!!! თქვენს დანამატებში იხარჯება 35 ადამიანის წლიური ხელფასი! აი ეს არის თქვენი ოპტიმიზაცია!

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი