Home საზოგადოება თამაზ ელიზბარაშვილი განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მიმართავს

თამაზ ელიზბარაშვილი განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მიმართავს

21 second read
0
42

ბიზნესმენმა, უფლედამცველმა და თავშესაფრის მეპატრონემ, თამაზ ელიზბარაშვილმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს განცხადებით მიმართა:

,,პატივცემულო მინისტრო, მოგეხსენებათ, რომ ქუჩაში უამრავი უპატრონო ძაღლი დადის. მათთან, და ზოგადად ცხოველებთან, ურთიერთობის ცოდნის დონე კი მოქალაქეებში ძალიან დაბალია. ამაში მარწმუნებს ჩემი ცხოველთა თავშესაფრის ტელეფონზე შემოსული ზარების შინაარსი. საჭიროა, ამ მხრივ განათლება სკოლის ასაკიდანვე მივცეთ მომავალ თაობას.
აქედან გამომდინარე, მე, თამაზ ელიზბარაშვილი, მზად ვარ, რომ ჩემი ძვირადღირებული დროის ხარჯზე სკოლებში მოსწავლეებს უანგაროდ ჩავუტარო ლექციები ცხოველების შესახებ. მზად ვარ, ჩემი ცოდნა გავუზიარო მათ და ვასწავლო, თუ რა დანიშნულება აქვს ცხოველებს ადამიანის ცხოვრებაში და როგორ უნდა მოიქცნენ მათთან ურთიერთობისას.
მოგახსენებთ, რომ ამ მიმართულებით მუშაობის დიდი გამოცდილება მაქვს. არაერთი სკოლის ადმინისტრაციას მივუწვევივარ მათი მოსწავლეებისთვის ლექციების წასაკითხად”.

 

 

 

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In საზოგადოება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *