„ზოგიერთ ნაძირალას თავის სურათის გამოქვეყნების ეშინია ფეისბუქზე. მათ არჩეული აქვთ სხვა გვარ-სახელები, მაგრამ აქვთ ერთი საერთო – სუსი.

 ჩვენ, მოქალაქეები ამ ნაძირალებს გადავაშენებთ. საცოდავი ხალხი დარჩა ქუჩაში. მოვაჭრეები ამტკიცებენ, რომ შენობა ძალით დაწვეს. საქმეში ჩარეთო სუსი, აგენტების ბინძური ქსელით, მაგრამ მათ მიერ შექმნილი კომპრომატების ვის ეშინია?!

 ივანიშვილი გაურიგდა მურუსიძეებს თუ ხატიაშვილი?! ამდენი მონა თუ იყო ამ ქვეყანაში არ მეგონა“, _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების კომენტარებში ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე -ზაზა ხატიაშვილი. 

როგორც მკითხველისთვის არის ცნობილი, გუშინ, ზაზა ხატიაშვილმა მოსახლეობას აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა და ფეისბუქის საკუთარი გვერდიდან მან ასეთი განცხადება გაავრცელა:

„თანამემამულენო ! გაიზიარეთ ყველა მოქალაქემ
„ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარე საქართველოს მოქალაქეებს, ხვალ , 04 თებერვალს, 12-00 სათზე „ბავშვთა სამყაროს“ დაწვით დაზარალებული მოვაჭრეების მხარდამჭერ აქციაზე გიწვევთ .
თანამემამულენო ! მოგიწოდებთ მოხვიდეთ და მხარში დავუდგეთ ჩვენს მოქალაქეებს.
”გაოგნებული ვარ ხელისუფლების უმოქმედობით, დაზარალებულ მოქალაქეებთნ მიმართებაში. ჩვენი დები და ძმები სტიქიური უბედურების მსხვერპლნი გახდნენ და ხელისუფლება ტაშ-ფანდურით პასუხობს, რაც ამაზრზენი ფაქტია. 2017 წლის 2 თებერვალს ადვოკატთა ასოციაციაში გაიმართა შეხვედრა დაზარალებულ მოქალაქეებთან, რომელთა ინტერესებს იცავს ცნობილი ადვოკატი მარიკა არევაძე. ადვოკატთა ასოციაციაში შეხვედრაზე გადაწყდა, რომ 2017 წლის 04 თებერვალს 12-00 საათზე , გაიმართება ერთობლივი, გამაფრთხილებელი აქცია კანცელარიის წინ, რათა ხელისუფლება მოვიდეს გონს და დაეხმაროს დაზარალებულ მოქალაქეებს. ხელისუფლება ვალდებულია იზრუნოს საკუთარ მოქალაქეებზე. მოვუწოდებ ხელისუფლებას ხელი აიღოს ესტრადის ვარსკვლავების ჩამოყვანაში ათეულობით მილიონების გადახდაზე და დაეხმაროს ჩვენს მოქალქეებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მიიღებს მთელი საზოგადოების პროტესტს“.

ამ პოსტს ზოგიერთი ფეისბუქმომხმარებლის  მხრიდან  უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. ადვოკატთა ასიციაციის თავმჯდომარე თვლის, რომ ეს ადამიანები სუსი-ს წარმომადგენლები არიან ან მის დავალებას ასრულებენ. სხვანაირად, დაზარალებული ადამიანების მხარდაჭერა არ შექმნიდა საზოგადოების გარკვეულ წრეებში უარყოფით განწყობას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი